შავი სარკის მეორე მხარე - მხატვრული უტოპიები უკეთესი ცხოვრების იმედსაც იძლევიან
გამოგონილ იდეალურ სახელმწიფოებს დღესდღეობით ყველგან შეხვდებით - იქნება ეს ზღაპრები, სამეცნიერო ფანტასტიკური რომანები თუ კაცობრიობის დაღუპვისგან გადარჩენის ფანტაზიებზე აგებული ამბები. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უტოპისტი მეოცნებეები ვიყავით. იქმდე საუკუნეებით ადრე, სანამ ტომას მორი ტერმინ უტოპიას დაამკვიდრებდა, პლატონმა მსგავსი ადგილი თავის სახელმწიფოში აღწერა. მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეებისთვის უტოპია მხატვრული ლიტერატურის განუყრელი ნაწილი გახდა. ერთი საუკუნის შემდეგ კი ისეთი წიგნები, როგორიცაა ედუარდ ბელამის 1888 წლის გახმაურებული რომანი ხედვა წარსულში და ეტიენ კაბეს მოგზაურობა იკარიაში, რეალური სოციალისტური მოძრაობებისთვის შთაგონების წყაროებადაც იქცნენ.
იწერებოდა უტოპიათა ფემინისტური ვერსიებიც - მათ შორის, სარა სკოტის ინტელექტუალ ქალთათვის განკუთვნილი 1762 წლის ტექსტი, მილენიუმ ჰოლი, და შარლოტ პერკინს გილმანის 1915 წლის ჰერლენდი, რომელიც მხოლოდ ქალებისგან შემდგარ საზოგადოებაზე გვიყვება. კამელოტიც უტოპიაა და - ათასწლიანი რაიხიც. კაცობრიობის ისტორიის იუდეოქრისტიანული ხედვა ედემის ბაღში იწყება და სამოთხეში მთავრდება. თანამედროვე სიტუაციურ-კომედიური ტელესერიალებშიც კი ხშირად მოქმედება მიკროუტოპიებში მიმდინარეობს, სადაც სოციუმი თავისი თითოეული წევრისადმი შეუდრეკელ ერთგულებას იჩენს. ამის მაგალითებია სთარს ჰოლოუს დასახლება სერიალში გილმორის გოგოები ან ჩიარსის ბარი იმავე სახელწოდების შოუში, სადაც შენი სახელი ყველამ იცის და შენი მისვლა ყოველთვის უხარიათ.
თუმცა პოლიტიკაში ეს კონცეფცია მეოცე საუკუნის კატასტროფული მოვლენებით მოიწამლა. რთულია, უტოპიური ხედვის მიმზიდველობაში ვინმე დაარწმუნო მაშინ, როდესაც პირველი, რაც ამ სიტყვის გაგონებისას ახსენდებათ, სტალინის საბჭოთა კავშირია. მეთვრამეტე საუკუნეში უტოპიის ყველაზე მკაცრი სატირა ვოლტერის კანდიდში დახატული ელ დორადოა: მდიდარი, მშვიდობიანი სამეფო, სადაც ქუჩები ძვირფასი ქვებით არის მოკირწყლული, მღდვლები არ არსებობენ და მეფის ყველა ხუმრობა სასაცილოა. 1948 წლისთვის კი უტოპია ორუელისეულ დაბეჩავებულ, გაღარიბებულ და ომზე დამოკიდებულ ოკეანეთად იქცა.
დღეს ეს ჟანრი თითქმის მთლიანად წარუმატებელი სოციალური ინჟინერიის კოშმარულ ხედვებს მოიცავს. ყველაზე ცნობილი ქრისტიანული უტოპია უკვე არა ტომას მორისეული მშვიდობიანი სამეფო, არამედ - მხევლის წიგნის გილიადია. ნებისმიერი ტექნოლოგიური გარღვევა ახალი საშინელებების დატრიალების მიზეზადაა წარმოსახული, როგორც, მაგალითად, წიგნებში არასოდეს გამიშვა და ღრულბლების ატლასი; რომ აღარაფერი ვთქვათ ახლო მომავლის ისეთ შავბნელ ხედვებზე, სერიალ შავი სარკის ეპიზოდებში რომ ცოცხლდება ჩვენს ეკრანებზე. ურსულა ლე გუინმაც კი თავისი უტოპიისთვის მომწამვლელი შრის დამატების ვალდებულება იგრძნო: იდილიურ ომელასში მოქალაქეთა ბედნიერება ბავშვის მუდმივი წამებითაა მოპოვებული. ჩვენში იმდენადაა გამჯდარი უტოპისტური ჰარმონიის მოჩვენებითობის ტროპი, რომ ნებისმიერი სახის სოციალურ სიახლეს უნდობლობით ვხვდებით; ჩვენი მხატვრული გამოცდილებით, მსგავს ცვლილებებს ყოველთვის მივყავართ ტერი გილიამსის ბრაზილიისეულ მანკიერებებამდე. ჩვენ ყველას იმდენი ისეთი ისტორია გვაქვს ნანახი და წაკითხული, სადაც ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი გზა კეთილი მიზნებითაა მოფენილი, რომ უტოპიის ხსენებაზე ცხვირში მაშინვე გოგირდის სუნი გვცემს.
კონსერვატორები ამ დასწავლილ რეაქციას ყველა სახის სიახლის წინააღმდეგ გასალაშქრებლად იყენებენ - იქნება ეს ქარის ელექტროსადგურები თუ საყოველთაო ჯანდაცვა. მათი რწმუნებით, თუ ცვლილების მიზანი კაცობრიობისთვის სარგებლის მოტანაა, ის გარანტირებულად დისტოპიამდე მიგვიყვანს. ამ ტიპის ნარატივმა ისეთი ანტიუტოპიური უტოპისტები წარმოშვა, როგორებიც აინ რენდის მიმდევრები არიან: ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ კაცობრიობის დახმარება მარტო აბსოლუტური ბოროტებითა და ეგოიზმითაა შესაძლებელი; რომ რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა მხოლოდ სიტუაციის მიზანმიმართულად გაუარესების შედეგად წარმოქნილი, შემთხვევითი გვერდითი ეფექტებით თუ მოხდება.
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ განზრახაც შესაძლებელია სამყაროს უფრო სამართლიან, კეთილ და გულუხვ ადგილად ქცევა - ჩვენ ამას უკვე ასობით წელია, რაც მიზანმიმართულად ვაკეთებთ. მეჩვიდმეტე საუკუნის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ დღევანდელ დღეს, დასავლეთ ევროპელები უკვე უტოპიაში ცხოვრობენ: თითქმის ყველა ახალდაბადებული ზრდასრულ ასაკამდე აღწევს; ქალაქის ქუჩებში კანალიზაციის წყლები არ მოედინება; ქალებს კაცების მსგავსად აქვთ ქონების ფლობის უფლება; ყველა ბავშვი სკოლაში დადის; საზოგადოებას იმის დროც კი აქვს, რომ ქათმებისადმი არასათანადო მოპყრობის საკითხზე გამოთქვას აღშფოთბეა. რაც მთავარია, ეს სიახლეები ნაწილობრივ ან მთლიანად მთავრობების ქმედებათა შედეგია. ერთად მუშაობით ჩვენ მასობრივი უტოპიური პროექტი განვახორციელეთ.
თაობების ცვლასთან ერთად ჩვენ არა მხოლოდ ვუახლოვდებით უტოპიას, არამედ, ამასთან, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც ივსება რიგითი უტოპიანიზმებით. ჩვენ ვეხმარებით უცხო ადამიანებს ბარგის გადატანაში, ადგილს ვუთმობთ შეზღუდული შესაძლებლობების პირებს, ვუმზადებთ საჭმელს კრიზისულ სიტუაციაში მყოფ მეზობელს. ყოველთვის, როცა, მაგალითად, მიმტანს, დამატებით თანხას ვუტოვებთ, უცხო პირისადმი თავგანწირვის სურვილს ვავლენთ. ეს სურვილი დღეს იმდენად გავრცელებულია, რომ მთლიანი შრომითი სექტორები მის ხარჯზე არსებობენ. ბევრი ადამიანისთვის შინაგანად მტკივნეულია დახმარების მთხოვნელის უარით გასტუმრება. მათხოვრის დანახვისას ჩვენ უსიამოვნო გრძნობა იმიტომ კი არ გვეუფლება, რომ უცხო ადამიანების ბედი არ გვადარდებს, არამედ იმიტომ, რომ - გვადარდებს.
ამის მიუხედავად, ჩვენ მუდამ გვიმეორებენ, რომ ჩვენი რეალური მოტივები ეგოისტურია. გვაფრთხილებენ, რომ როცა ერთად ვმუშაობთ, რეპრესიის მონოლითურ მანქანად ვიქცევით; და თუ სრული თავისუფლება მოგვენიჭება, მაშინვე პრიმიტიულ და კანიბალისტურ ბრბოდ გარდავისახებით. ცინიკოსებისა და ნიჰილისტების მმართველობამ სახიფათო ადგილამდე მიგვიყვანა. დემოკრატია მსოფლიოს გარშემო დემაგოგთა ხელით ნადგურდება. უთანასწორობა იზრდება და ღარიბების ელემენტარული პირობებით უზრუნველყოფის გზები სულ უფრო მცირდება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ჩვენ მასობრივი გადაშენების საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომელიც მთელ დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს ემუქრება განადგურებით. სამყარო კვდება, ჩვენ კი კვლავ დაჟინებით გვიმეორებენ, რომ მდგომარეობის უკეთესებოსიკენ შეცვლას არ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ოცნებები უკეთეს ცხოვრებაზე მომწამვლელია, ჩვენი თანაგრძნობა კი - ტყუილი.
დროა, ეს სახიფათო სიცრუე უარვყოთ. სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილში არაფერია სასირცხვილო, ბავშვური ან არარეალისტური. იმის ცრურწმენა უნდა მოვიშოროთ, რომ პრობლემების მოგვარების ყოველგვარ მცდელობას ორუელისეულ დისტოპიამდე მივყავართ. ისტორია გვასწავლის, რომ კარგი განზრახვები მარცხის წინაპირობას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, მათ გარეშე ცოტა რამისთვის თუ მიგვიღწევია. ჩვენ საკუთარ თავს ნება უნდა დავრთოთ, შევიმუშაოთ უტოპიური სქემები და მათ რეალობაში განსახორციელებლად პრაგმატულად ვიმოქმედოთ. თუ ჩვენ უკეთესი შედეგის მიღება გვსურს, საკუთარი თავები მცდელობის შიშისგან უნდა გავათავისუფლოთ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები