პოლიტიკური მანიპულაციები, რომელიც ავნებს ორივე ქვეყანას, არავის სჭირდება — ზურაბიშვილი აზერბაიჯანზე
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისა და აზერბაიჯანის დიპლომატიის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა და აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობა დაფუძნებულია მეგობრობაზე საერთო ინტრესებზე და პირველ რიგში, დაფუძნებულია ხალხზე.
"იმ ქართული წარმოშობის მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ თქვენს ტერიტორიაზე და იმ აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ეს ადამიანური ჯაჭვი აერთიანებს ორივე ქვეყანას. ასევე გვაერთიანებს კულტურა და ეკონომიკა", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ მეგობარს შორის არ შეიძლება არსებობდეს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი საზღვრების საკითხი.
"ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი განვითარების გზა, რადგან კავკასია არის და იქნება სტაბილური რეგიონი. შესაძლოა, ეს ვიღაცებს ეს არ მოსწონთ და მიმდინარეობს ზოგიერთი საკითხით მანიპულირება და ამ დღეებში გვესმის აჟიოტაჟი ზოგიერთ საკითხზე, რომელიც ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის კომისიებზე მოლაპარაკებების გზით წყდება. ეს 21 -ე საუკუნის მშვიდობიანი და ნორმალური გზაა. ვისაც სურს სხვა გზაზე წაგვიყვანოს, ის ეკუთვნის წარსულს. წარსულს, რომელშიც არ დავბრუნდებით", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, "ეს პოლიტიკური მანიპულაციები ორივე ქვეყანას ავნებს, ავნებს კავკასიაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას, ეს არავის სჭირდება"
"ჩვენ ეს კარგად გვესმის, ამიტომ შევუდექით საბოლოო მიზნისათვის ერთობლივ მუშაობას. ამაზე ვიმუშავებთ ძალიან სერიოზულად და დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენთვისაც და ჩვენთვისაც მისაღები, სწორედ ისაა მოლაპარაკებების ხიბლი", — აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
რა ხდება დავით გარეჯში
დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ გასულ თვეში დროებით გაიხსნა. 23 მაისს ადგილობრივმა, გიდმა ზვიად ანანიაშვილი ფეისბუქზე ფოტოები გაავრცელა, სადაც წერდა, რომ დავით გარეჯში ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანის მხარეს გზა გაჰყავს. ორი დღის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე სამუშაოებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ აწარმოებდა.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა აზერბაიჯანულ მხარესთან 23-24 მაისს გაიმართა. ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან — აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტებთან შეუთანხმებელი მონაკვეთები ადგილზე ერთად დაათვალიერონ. გარდა ამისა, ისინი აპირებენ, რომ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტები და კარტოგრაფიული მასალები შეისწავლონ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები