ბლაუნშტეინ საქართველოს ახალი მაღაზია — ხარისხითა და გემოვნური თვისებებით გამორჩეული ხორცპროდუქტები
ვაკეში, ფალიაშვილის #67-ში ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია ბლაუენშტაინის ახალი მაღაზია გაიხსნა.
ეს ბრენდის მეორე ფილიალია თბილისში, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, შვეიცარიული რეცეპტებითა და ტექნოლოგიით წარმოებული დავარგებული ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენა შეუძლია.
"ბლაუენშტაინ საქართველოს საქმიანობა გახდა ერთგვარი სტიმული, განგვეხორციელებინა მეცხოველეობის ხელშემწყობი პროგრამები", — აცხადებს ლევან დავითაშვილი.
"ფალიაშვილის ფილიალი ჩვენი მეორე საფირმო მაღაზიაა თბილისის მასშტაბით. პირველი მაღაზია წერეთლის #67-ში მდებარეობს, სადაც ხორცისა და ხორცპროდუქტების ფართო არჩევანია. ასეთივე იქნება ახალი ობიექტიც. აქ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება დახვდება. ჩვენ ვართ საქართველოში ხორცის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია, რომელიც ფერმიდან მომხმარებლის კალათამდე სრულ ჯაჭვს თვითონ აკონტროლებს. ასევე, ვართ ერთადერთი კომპანია დავარგებული ხორცის წარმოების მიმართულებით. ჩვენი პროდუქტი არის 100 პროცენტით ნატურალური და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და კონსერვანტებს, რის გამოც უგემრიელესი და აბსოლუტურად ჯანსაღია", — ამბობს ბლაუენშტაინ საქართველოს დირექტორი თათია არაბიძე.
კომპანია საქართველოში 200-ზე მეტი დასახელების ხორცპროდუქტით არის წარმოდგენილი. რაჭაში მას საკუთარი საქონლის ფერმა და პირველადი დამუშავების საწარმო აქვს, ხორცის საბოლოო დამუშავება კი თბილისში ხდება და საფირმო მაღაზიებს მიეწოდება.
მაღაზიის გახსნას, მომხმარებლებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე, ასევე, შვეიცარიის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, რიგითი მოქალაქეები და სხვა საპატიო სტუმრები.
საზეიმო ლენტი ბლაუენშტაინის შვეიცარიელმა დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა ლევან დავითაშვილთან ერთად გაჭრა, რის შემდეგაც სტუმრები მაღაზიაში შეიპატიჟა და მათ ხორცის შენახვისა და რეალიზაციის პროცესი პირადად დაათვალიერებინა. გახსნის დღესვე მაქს ბლაუენშტაინი მომხმარებელს საკუთარი ხელით მოემსახურა.
"ეს არის წარმატებული ნაბიჯი ქართულ-შვეიცარიულ თანამშრომლობაში - ბლაუენშტაინი საქმიანობას აფართოებს ჩვენს ქვეყანაში. ეს ძალიან წარმატებული კომპანია მაღალმთიან რეგიონში ეკოლოგიურად სუფთა ხორცს აწარმოებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველისთვის. მათი საქმიანობა გახდა ერთგვარი სტიმული, რომ განგვეხორციელებინა მეცხოველეობის ხელშემწყობი პროგრამები. ვიცი, რომ მათი პროდუქტი გამორჩეულია მაღალი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით, მინდა წარმატება ვუსურვო მათ", — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კომპანიას ახალი მაღაზიის გახსნა საქართველოში შვეიცარიის ელჩმაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.
"ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია შვეიცარიულ კომპანიას საქართველოს ბაზარზე საქმიანობა და რამდენად სანდოა ქართული ბაზარი. ჩვენ გვაქვს უმაღლესი ხარისხი და სტანდარტი, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", — აღნიშნა პატრიკ ფრანცენმა.
ბლაუენშტაინის ახალი ობიექტის გახსნაზე კომპანიამ თავისი მაღაზია ბორბლებზეც წარმოადგინა, რომელიც სხვადასხვა უბანში ივლის და მომხმარებელს ადგილზე მიაწვდის ხორცსა და ხორცპროდუქტებს.
ეს იდეა მწარმოებელმა მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელა, რათა მყიდველებს ქალაქში გადაადგილების პროცესი გაუმარტივოს და საკუთარ უბნებშივე მისცეს შესაძლებლობა, ეკოლოგიურად ჯანსაღი და უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შეიძინოს.
"წერეთელზე არსებულ ფილიალში კომპანიის პროდუქტი სრულად იყიდება, რამაც დაგვანახა, რომ ობიექტისა და ასევე, მოძრავი მაღაზიის დამატება იყო საჭირო, რათა კიდევ უფრო იოლად შეძლოს მომხმარებელმა პროდუქტის შეძენა. ჩვენ თავად ვაწარმოებთ საქონლის უმაღლესი ხარისხის ხორცსა და ხორცპროდუქტებს. ახლა ვაშენებთ ღორის ფერმას რაჭაში, რომელიც თანამედროვე ევროპული სტანდარტებს დანერგავს ამ მიმართულებით. ასევე, მომავალში ვაპირებთ ავაშენოთ რძის გადამამუშავებელი საწარმოც და ნატურალური რძის ყველი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს", — ამბობს „ბლაუენშტაინ საქართველოს“ თანადამფუძნებელი ირაკლი კერვალიშვილი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ბლაუენშტაინ საქართველო ჩვენს ქვეყანაში დავარგებულ ხორცსა და ხორცპროდუქტებს 2008 წლიდან აწარმოებს. ახალი მაღაზიისთვის კომპანიამ 2-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ჯამში კი, მას საქართველოს ეკონომიკაში 30 მილიონამდე ინვესტიცია აქვს ჩადებული.
კომპანია იყენებს საქონლის უსტრესო დაკვლის მეთოდს, რათა ხორცი ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნდეს. ამის შემდეგ საქონლის კარკასები სპეციალურ მაცივრებში ინახება, სადაც ტემპერატურისა და ტენიანობის მკაცრი კონტროლის შედეგად, ხორცი სისხლისა და მავნე ტოქსინებისგან სრულად იცლება. ამ მდგომარეობაში ხორცი 21 დღის განმავლობაში ყოვნდება, რის შემდეგაც ის საუკეთესო გემოვნურ თვისებებს იღებს. პროდუქტის ტრანსპორტირებას კომპანია მანქანა-მაცივრებით ახორციელებს. მხოლოდ ამ პროცესის გავლის შემდეგ ხვდება პროდუქცია ბლაუენშტაინ საქართველოს საფირმო მაღაზიაში. მნიშვნელოვანია, რომ წარმოების არც ერთ ეტაპზე არ წყდება სიცივის ჯაჭვი, რათა მაღაზიამ, საბოლოოდ კი მომხმარებელმა, უმაღლესი ხარისხის ცოცხალი ხორცი მიიღოს.
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები