კანონის წინაშე ყველა თანაბარია, მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმცია უნდა დავიცვათ — რიჟვაძე მაღალჩინოსნების დაკავებაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მაღალჩინოსნების დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობა ვერ იქნება პრივილეგია ან გარანტია. მისი თქმით, ამავდროულად, აუცილებელია უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვა.
"დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მართმსაჯულების აღსრულებას", — განაცხადა მან.
რიჟვაძემ არ უპასუხა კითხვებს იმის შესახებ, იყო თუ არა ინფორმირებული მიმდინარე გამოძიებაზე. მან აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვისკენ.
მაღალჩინოსნების დაკავება აჭარაში
ბათუმის ყოფილი მერი, მოქმედი ვიცე-მერი, მინისტრის მოადგილეები და სხვა მაღალჩინოსნები სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საუბარია 1 370 076 ლარზე.
პროკურატურაში აღნიშნეს, რომ სწორედ ეს პირები იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრები. გამოძიების მტკიცებთ, ე.წ. იაფი სახლის მშენებლობაზე ტენდერში მონაწილეობა შესთავაზეს იმ ერთადერთ კომპანიას, რომლის შედგენილი დოკუმენტითაც გამოცხადდა შესაბამისი მომსახურების შესყიდვა.
"ისე რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია", — განმარტა პროკურორმა.
მათივე ინფორმაციით, ტენდერში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ, კონვენტ ჯორჯიამ ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, სატენდერო კომისიამ კი არ იმსჯელა. უწყება განმარტავს, რომ ამავე დოკუმენტაციის გამო კომისიის იმავე შემადგენლობამ აღნიშნულ კომპანიას სხვა ტენდერში დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულმა კომპანიამ საბანკო უზუნველყოფისთვის ისეთი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც არასაბანკო, არააქტიური კომპანიის მიერ იყო გაცემული.
"ყოველივე ზემოხსენებულის წინააღმდეგ, ნაცვლად იმისა, ქ.ბათუმის მერს და სატენდერო კომისიის წევრებს დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, შეეწყვიტათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება კონვენტ ჯორჯიასთან, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 4 279 990 ლარის ოდენობით", — აღნიშნა აჭარის პროკურორმა.
უწყებაში განმარტეს, რომ კომპანიას უსაფუძვლოდ ჩაურიცხეს 1 626 396 ლარი, საიდანაც მხოლოდ 251 109 ლარის სამუშაოები შესრულდა.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები