ბათუმში, დღეს, 31 მაისს პლიაჟზე კაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლამდე კაცის ცხედარი შავმა ზღვამ არდაგანის ტიპის მოპირდაპირე მხარეს გამორიყა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.