გაიზარდა თუ არა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია — პრემიერის პასუხი და დაპირება
პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატით მისულმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ არ უპასუხა ოპოზიციის კითხვას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოების შესახებ. ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ პრემიერს ჰკითხა, რუსეთის ფედერაციის რამდენი მოქალაქე შეიყვანეს ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაში.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ სია ერთი წლის წინ შეიმუშავეს და პრემიერმა პირობა დადო, რომ ის გაფართოვდებოდა. მან მოითხოვა ბახტაძეს დაესახელებინა კონკრეტული რაოდენობა და სახელი გვარები იმ ხახლისა, ვინც სიაში შეიყვანეს. ასევე, აეხსნა, თუ რატომ არ გაიზარდა სია.
პასუხად პრემიერმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საერთაშორისო მხარდაჭერაზე და აღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შემდეგ კი განაცხადა, რომ არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ეს სია უახლოეს მომავალში გაიზრდება.
"კიდევ ერთხელ ყველას უნდა გვესმოდეს რა არის მიზანი ამ სიის. ჩვენ უნდა გვქონდეს ბრალდების უმაღლესი სტანდარტი, რომ ჩვენს მეგობრებს ჰქონდეს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაგვეხმარონ ამ სიის იმპლემენტაციაში", — განაცხადა პრემიერმა.
21 მარტს საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუცია 106 ხმით დაამტკიცა. რეზოლუციის საწინააღმდეგო ხმა არც ერთ დეპუტატს არ მიუცია, 4 დეპუტატს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 კაცი შეიყვანა. სია მოგვიანებით საქართველოს პარლამენტში დაამტკიცეს.
რეზოლუციის პროექტი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის შეთანხმებული ვარიანტია, რომელშიც ასახულია ევროპული საქართველოს ინიციატივა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის შესახებ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები