ალდაგი ფერმერებს 1,5 მილიონი ლარის ოდენობის ზიანს აუნაზღაურებს
ალდაგმა წელს აგროდაზღვევის პოლისების გაყიდვა 17 აპრილს დაიწყო და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, შეფერხების გარეშე. გასული თვენახევრის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, ალდაგის მიერ დაზღვეული მოსავლის დაზიანების უკვე 1 500 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ნახევარი უკვე შემოწმებულია ალდაგის ექსპერტების მიერ. დარჩენილი ნაკვეთების შემოწმება 10 ივნისამდე დასრულდება.
სადაზღვევო კომპანია ალდაგში ფემერების მიერ გაცხადებული ზარალის ოდენობა 1 500 000 ლარს შეადგენს. დაზარალებული ფერმერების ნაწილმა უკვე მიიღო სადაზღვევო ანაზღაურებები. დარჩენილი ნაწილიც დარეგულირდება და მომდევნო პერიოდში გაიცემა.
წელს ალდაგმა ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანა აგროდაზღვევის პირობებში. კერძოდ, სტიქიისგან ვაზის დაზიანების შემთხვევაში, ალდაგის მომხმარებელი მევენახეებს კომპანია ზარალს დაუყოვნებლივ აუნაზღაურებს. საქმე ისაა, რომ გასულ წლებში, ზიანის ანაზღაურების საფასური მევენახეებს შემოდგომაზე, მოსავლის აღებისას ერიცხებოდათ. რეალურად, დაზიანებული ვაზის აღდგენა ფერმერებისგან ხშირად დამატებით ხარჯებს მოითხოვს, ამიტომ თანხა მათ ყველაზე მეტად სტიქიის შემდეგ სჭირდებათ ხოლმე. ალდაგმა ზარალის ანაზღაურების ვადის დაჩქარება სწორედ მევენახეებისთვის მეტი მხარდასაჭერის მიზნით გადაწყვიტა.
ეს ახალი პირობა 2019 წლის 17 აპრილიდან, სადაზღვევო პოლისების გაცემისთანავე ამოქმედდა და რამდენიმე ათეულმა ფერმერმა ამ გაუმჯობესებული პირობებით უკვე ისარგებლა. შილდელმა მევენახეებმა დასეტყვილი ვენახების ზიანის ანაზღაურება უკვე მიიღეს კიდეც. მიყენებული ზარალი ალდაგის წარმომადგენლების მიერ ოპერატიულად შეფასდა, მიღება-ჩაბარების აქტები მყისიერად გაფორმდა და ფერმერებს ზიანის ანაზღაურების თანხებიც უკვე ჩაერიცხათ. მათ შორის იყო შილდის მკვიდრი აკაკი ასაბაშვილიც.
აკაკი ასაბაშვილს ჰექტარ-ნახევარზე საფერავის ჯიშის ყურძენი აქვს გაშენებული. წელს მან აგროდაზღვევის ხელშეკრულება ალდაგთან 19 აპრილს გააფორმა, რამდენიმე დღეში კი აკაკი ასაბაშვილის ვენახი დაისეტყვა.
ალდაგის აგროდაზღვევის სიახლეს დადებითად აფასებს ჩუმლაყელი მევენახე ნონა კობიაშვილიც. ნონა ამბობს, რომ გაზაფხული ფერმერისთვის ისედაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული და როცა ვენახი ისეტყვება, მის აღსადგენად გლეხს თანხები ოპერატიულად სჭირდება.
"ვინც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, იცის, რომ წელიწადის ამ დროს შემოსავალი თითქმის არ არის. ზარალის დაუყოვნებლივ ანაზღაურება კი შანსს გაძლევს, ვაზს უშველო და მოსავლის მდგომარეობა გამოასწორო. ეს სიახლე გლეხებისთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება", — აღნიშნავს ნონა.
ვაზის დაზღვევის ახალი პირობით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მევენახეს შეუძლია. აგროდაზღვევისთვის მსურველებმა ალდაგის რეგიონულ წარმომადგენლობებს უნდა მიმართონ.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები