დამამცირებელი და ანტიკონსტიტუციური — თანასწორობის მოძრაობა და MDF თბილისი პრაიდის შესახებ შსს-ს განცხადებაზე
თანასწორობის მოძრაობა და მედიის განვითარების ფონდი თბილისი პრაიდის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას დამამცირებლად, ანტისახელმწიოებრივად და ანტიკონსტიტუციურად აფასებენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ პრაიდის ჩატარება დაგეგმილ ფორმატსა და ადგილებში შეუძლებელია. პრაიდის ორგანიზატორების თქმით, შსს-მ მათ ღირსების მარშის ჩასატარებლად მათ დახურული სივრცე შესთავაზა.
თანასწორობის მოძრაობისა და MDF-ის თქმით, ეს პოზიცია ნათლად წარმოაჩენს სახელმწიფოს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, მჩაგვრელობასა და გულგრილობას საკუთარი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოქალაქეებისადმი. მათივე თქმით, 2012 წლიდან აქტივისტები ამ პრობლემას მუდმივად აწყდებიან.
"შსს-ს მთავარ არგუმენტად მოჰყავს გარემოება, რომ მათ ძალებს აღემატება დიდი რაოდენობის კონტრდემონსტრანტების შეკავება და იმ ძალადობის თავიდან აცილება, რომელიც, შესაძლოა, ლგბტ ადამიანების შეკრებას მოჰყვეს. სამწუხაროდ, ეს არგუმენტი ჩვენი მოსახლეობის და საერთაშორისო პარტნიორების თვალში შესაძლოა, ლეგიტიმურად აღიქმებოდეს", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციების განცხადებით, ამ წლების მანძილზე სახელმწიფოს არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები არსებული აგრესიის შესამცირებლად. მათი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების არაერთი მოთხოვნისა და რეკომენდაციის მიუხედავად, სახელმწიფოს არც ერთხელ არ ჩაუტარებია საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, არ უმუშავია განათლების სიტემის რეფორმაზე თანასწორობის იდეის გასავრცელებლად, ძალადობისა და ჩაგვრის პრევენციაზე, საზოგადოებაში არსებული რადიკალური ჯგუფების გაუვნებელყოფასა და რადიკალიზაციის ეკონომიკური, კულტურული და სოციალური მიზეზების ახსნასა და მოგვარებაზე. მათივე თქმით, პირიქით, სახელმწიფო ახალისებს ჰომოფობიას საკონსტიტუციო თუ საკანონმდებლო ინიციატივებით, გამონათქვამებით, რადიკალური ჯგუფებისადმი ლოიალური მიდგომით, რელიგიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციითა და დანაშაულის წახალისებით.
ამ მიზეზებიდან გამომდინარე თანასწორობის მოძრაობადა MDF სახელმწიფოს მოთხოვნებს უყენებს საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შესამცირებლად. მათ შორის:
- საჯაროდ ისაუბრონ ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ქვეყანაში და საზოგადოებას აუხსნან ის მიზეზები, რის გამოც ლგბტ აქტივისტებს წართმეული აქვთ უფლება საჯაროდ შეიკრიბონ და გააპროტესტონ თავიანთი გაუსაძლისი ყოველდღიურობა არსებულ სოციალურად უთანასწორო, ჰომოფობიურ გარემოში;
- განახორციელონ კონკრეტული და ხელშესახები საკანონმდებლო რეფორმები ლგბტ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომელთა შესახებაც არაერთი რეკომენდაციაა გაცემული წლების მანძილზე;
- აღასრულონ არსებული კანონმდებლობა და სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებას და დამნაშავე პირების პასუხისგებას;
- შეწყვიტონ ლგბტ ადამიანების სიცოცხლის უფლებით მანიპულირება საარჩევნო ხმების დასაგროვებლად და ამ გზით მოსახლეობაში ჰომოფობიური განწყობების გაღვივება/წახალისება;
- გაატარონ აუცილებელი რეფორმა განათლების სისტემაში მიმღებლობის და თანასწორობის პრინციპების დასანერგად და გასავრცელებლად;
- გამოიკვლიონ საზოგადოებაში არსებული რადიკალური ჯგუფების დაფინანსება, პოლიტიკური კავშირები და რადიკალიზაციის სოციო-ეკონომიკური და კულტურული მიზეზები და დასახონ აღნიშნული პრობლემების მოგვარების და რადიკალიზაციის პრევენციული სტრატეგია.
აღსანიშნავია, რომ თანასწორობის მოძრაობა თბილისი პრაიდს ორგანიზებას არ უწევს და პროცესში ჩართული არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილება პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებითა და რისკებით ახსნეს.
"თბილისი პრაიდის ჯგუფს შეეთავაზა გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის", — აღნიშნეს სამინისტროში.
პრაიდის ორგანიზატორების თქმით, მათ საკლუბო სცენა ან სტადიონი შესთავაზეს.
"ეს დამოკიდებულება გვინდა შევაფასოთ, როგორც ჩვენი სამოქალაქო, საბაზისო და პოლიტიკური უფლებების შელახვა. კერძოდ, შეკრების, მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება, ვაპირებთ მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს", — თქვა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ კვარაცხელიამ.
თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი უნდა გაიმართოს. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება. პრაიდის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება, მათ შორისაა საერთაშორისო კონფერენცია, "ღირსების მარში" და სოციალური სპექტაკლი. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ღირსების მარშს ცენტრალურ გამზირზე გაიმართება, მაგრამ არა რუსთაველზე.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები