ვირჯინიას შტატში, ქალაქ ვირჯინია-ბიჩში საჯარო მოხელემ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო და 12 ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ჯვარედინი სროლის დროს დაიღუპა.

BBC-ს ინფორმაციით, თავდამსხმელმა კაცმა მერიისა და სასამართლოს შენობებთან ახლოს, მუნიციპალურ კომპლექსში უმისამართო სროლა დაიწყო. კომპლექსში ქალაქის კომუნალური მომსახურებების ოფისებია განთავსებული. პოლიციის განცხადებით, ბრალდებული ქალაქის საჯარო მოხელე იყო.

Gun Violence Archive-ს მიხედვით, რომელიც აშშ-ში მასობრივ სროლებს ადევნებს თვალს, ვირჯინია-ბიჩის ინციდენტი 2019 წელს 150-ეა.