ელტონ ჯონი რუსეთში Rocketman-დან გეი სცენების ამოჭრას ეხმიანება
სერ ელტონ ჯონმა რუსეთში მასზე შექმნილი ფილმის დაცენზურების ფაქტი გააკრიტიკა. Rocketman მომღერლის ცხოვრებასა და გზას ეძღვნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილმიდან დაახლოებით 5 წუთია "გამქრალი". რუსი დისტრიბუტორები ამბობენ, რომ სხვანაირად ადგილობრივ კანონებს შეეწინააღმდეგებოდნენ.
ელტონ ჯონმა და ფილმის შემქმნელებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ფილმიდან ნარკოტიკებისა და გეი სცენების ამოჭრის შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია.
"ის რომ ადგილობრივმა დისტრიბუტორებმა ფილმიდან გარკვეული სცენები ამოჭრეს და მაყურებელს საშუალება არ მისცეს, ჩვენ მიერ ჩაფიქრებული ვერსია ენახათ, გვაჩვენებს, რომ ჯერაც სევდიან, დაყოფილ სამყაროში ვცხოვრობთ. როგორც ჩანს, ბევრისთვის ჯერაც მიუღებელია ის, რომ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს", - წერია განცხადებაში.
რუსული სადისტრიბუციო კომპანიის, Central Partnership-ის წარმომადგენელი ოლგა ლიუბიმოვა ამბობს, რომ ფილმიდან სცენების ამოჭრის ფაქტს ცენზურა არ უნდა ეწოდოს:
"უამრავ დასავლურ და რუსულ ფილმშია ნაჩვენები ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა. ჩვენ არაფერს ვაცენზურებთ, თუმცა რუსული კანონები გვავალდებულებს, რომ პედოფილია, ეთნიკური და რელიგიური სიძულვილი და პორნოგრაფია არ ვაჩვენოთ".
კრიტიკოსი ანტონ დოლინი ამბობს, რომ ყველა სცენა, სადაც კაცებს შორის კოცნა, სექსი, ან ორალური სექსია ნაჩვენები, ამოჭრილია.
"ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ დასასრულიც შეცვლილია", - ამბობს ის და სერ ელტონ ჯონის ქმრისადმი მიძღვნილ სცენაზე საუბრობს.
მომღერლის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ "აუცილებელია ხიდების აშენება და ღია დიალოგი, რითაც ბარიერებს დავანგრევთ, სანამ მთელ სამყაროში ყველა ადამიანი თანასწორი არ იქნება".
ფილმში მთავარ როლს ტერონ ეგერტონი თამაშობს, რომელიც ყველა სიმღერას თავად ასრულებს. საქართველოს კინოთეატრებში Rocketman-ის ნახვა 3 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები