eZo 2019 – ანუ, როგორ გავატაროთ ზაფხული
არც ერთი სეზონი არ იგრძნობა დადგომისთანავე ისე, როგორც ზაფხული. პირველი ივნისი თენდება თუ არა, გაღვიძება ოდნავ უფრო ადვილდება, მუშაობა - ოდნავ უფრო რთულდება და გული გამუდმებით გარეთ მიგიწევს. გინდა თუ არ გინდა, ფეხები საცეკვაოდ მიგერეკებიან, თანაც ისე, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრიც არ აქვს.
ეს შეგრძნება ხომ ნაცნობია, არა? ახლა კიდევ ერთ ნაცნობ შეგრძნებაზე მოგიყვებით: სადმე რომ მიდიხარ და მუსიკა შორიდან გესმის, თან ძალიან გეჩქარება, თან მთლად სირბილით მისვლაც არ გინდა, თან ცქმუტავ, თან წინ მიიწევ და წინასწარ ფიქრობ, ვის ნახავ, რას დალევ, სად მიწვები, როგორ ეგრილება და რა ემოციებით დაბრუნდები შინ.
აი, ზუსტად ამ შეგრძნებების ნაზავია ეზო - ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეხუთედ ტარდება. ამ ხნის განმავლობაში კომუნა Mzesumzira-მ ბევრი ემოცია, ბევრი ფერადი ფოტო და საუკეთესო ღონისძიებები გვაჩუქა.
წელს ეზო კიდევ უფრო გაფართოვდა: გაჩნდა ახალი სცენა Kosmos და მეტი დასასვენებელი ადგილი, დაემატა ტერასები და ბარები. წლევანდელ ეზოში ყველაფერი დაგხვდებათ, რაც ბავშვობაში ეზოში ჩასულს ასე გვაკლდა ხოლმე.
ფესტივალს წინა წლებისგან განსხვავებით მხოლოდ ორი თარიღი აქვს დაანონსებული - 14-15 ივნისი და 13 ივლისი, მაგრამ ორივე დახუნძლულია ელექტრონული მუსიკის ლეგენდებით.
წელს ეზოს ახალი სტუმარიც ჰყავს. ფესტივალს ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღამის კლუბი, სისიფოსი ეწვევა: საფირმო პიცით, პლაჟით, დეკორაციებით, განათებით და, რაღა თქმა უნდა, რეზიდენტი დიჯეებით. ამ დროს ეზოს პატარა სცენა სრულად გარდაიქმნება და სისიფოსის კონცეფციას მოერგება.
ეზოს მთავარ და ახალ (Kosmos) სთეიჯებს სინათლის ჯადოქარი ქრისტიან ვოლცი გააცოცხლებს, რომელიც შუქ-ჩრდილებით ნახატებივით კადრებს ქმნის. პატარა სთეიჯს კი საბა მეზვრიშვილი გაანათებს, რომელიც მზესუმზირას შოუქეისებზე მუშაობს და კომუნა მზესუმზირას წევრია.
თუ ეს ინფორმაციაც არაა საკმარისი, გეტყვით, რომ მთელი თბილისი მაინც იქ იქნება და გაჯიუტებას და ცხელ ქალაქში დარჩენას არავითარი აზრი არ აქვს.
ასე რომ, ამოდით მთაწმინდაზე და მერე ერთად ჩავიდეთ ეზოში.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები