როგორ გამოიყურებოდნენ ჩერნობილის პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში
თუ HBO-ს ახალ მინი სერიალს ჩერნობილს უყურებთ, ალბათ დაგაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდნენ თქვენი საყვარელი, ან საძულველი პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში.
ვალერი ლეგასოვი
ვალერი ლეგასოვი რეალურ ცხოვრებაში არაორგანული ქიმიის პროფესორი იყო და არა ფიზიკოსი, თუმცა ამით მისი როლი ჩერნობილის მოვლენებში არ იცვლება. ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ მან საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო. სიკვდილამდე კი აუდიო ჩანაწერები გააკეთა, სადაც ტრაგედიის უცნობ დეტალებზე საუბრობდა.
ბორის შჩერბინა
საბჭოთა მთავრობის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელი და ჩერნობილის კომისიის წევრი.
ანატოლი დიატლოვი
ტრაგედიის ღამეს სწორედ ის ხელმძღვანელობდა მეოთხე რეაქტორზე ჩატარებულ ექსპერიმენტს. 10-წლიანი სასჯელი ვადაზე ადრე მოიხადა, 1995 წელს კი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ვიქტორ ბრიუხანოვი
ელექტროსადგურის დირექტორი, რომელმაც მოსკოვს შეატყობინა, რომ რეაქტორი უვნებელი იყო. ამ ყველაფერმა კი ევაკუაცია საკმაოდ დააგვიანა. მას 10 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს, თუმცა ავადმყოფობის გამო 5 წლის შემდეგ გამოუშვეს.
ნიკოლაი ფომინი
მთავარი ინჟინერი, რომელიც თანამშრომლებს აიძულებდა რეაქტორში წყალი შეეშვათ, რამაც შემდეგ საკმაოდ დიდი პრობლემები შექმნა. ფომინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მაშინ, როდესაც იზოლატორში განაჩენს ელოდებოდა.
ალექსანდრ აკიმოვი
ცვლის უფროსი, რომელიც ექსპერიმენტის ჩატარების წინააღმდეგი იყო, თუმცა დიატლოვი მას სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა.
ვასილი იგნატენკო
იგნატენკო ერთ-ერთი პირველი მეხანძრეა, რომელიც სახურავზე ხანძარს აქრობდა. ის კატასტროფისას მიღებული რადიაციისგან ის ორი კვირის შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში გარდაიცვალა.
ლუდმილა იგნატენკო
ვასილი იგნატენკოს მეუღლე, რომლის პერსპექტივასაც სერიალში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს.
მიხაილ შჩადოვი
სერიალში ნახშირის მინისტრი ახალბედაა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ის უფრო ასაკოვანი და გამოცდილი იყო. ის მაღაროშო 15 წლის ასაკიდან მუშაობდა.
ნიკოლაი ტარაკანოვი
ლიკვიდატორების ხელმძღვანელი.
მიხაილ გორბაჩოვი
საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი, რომელიც ტრაგედიასთან დაკავშირებული დაგვიანებული ქმედებების გამო, დიდი კრიტიკის ობიექტი იყო. მან 1990 წელს, ცივი ომის დასრულებისთვის ნობელის პრემია მიიღო .
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები