ფაქტობრივად, სამართალი აღდგენილია — ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას დაკავებაზე
"ფაქტობრივად, სამართალი აღდგენილია", — ასე შეფასა ზაზა სარალიძემ მისი შვილი მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას დაკავება. TV პირველთან საუბარში მან თქვა რომ დაელოდება, როგორ ახსნის პროკურატურა კალანდიას დაკავებას და შეეცდება თუ არა მის "გაპრავებას".
სარალიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იბრძოლა და სიმართლის აღდგენაში დაეხმარა. მან მადლობა გადაუხადა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებსაც, "ვინც ბოლოს და ბოლოს ჩათვალა საჭიროდ, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს".
შვილმოკლულმა მამამ განაცხადა, რომ კალანდიას დაკავების მოლოდინი ყოველთვის ჰქონდა, რადგან სიმართლის დამტკიცების სჯეროდა. მისი თქმით, ეს ბრძოლა მხოლოდ შვილისთვის არ დაუწყია.
"როცა ეს ბრძოლა დავიწყე და ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ კალანდია იყო ერთ-ერთი დამნაშავე ჩემი შვილის მკვლელობაში, იმ დღიდან ყოველ დღე, არასდროს არ შემიწყვეტია ამის მოლოდინი, რომ ის აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში. იმიტომ, რომ ეს სამართალი საჭირო იყო იმისთვის, რომ მსგავსი პრეცენდენტები არ უნდა განმეორდეს. იქნებ, გარკვეული ჯგუფის ბავშვები გონს მოეგონ, რომ არ შეიძლება ასეთი დანაშაულის ჩადენა და მისი დამალვა", — განაცხადა მან.
მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დღეს, 4 ივნისსს მას შემდეგ დააკავეს, რაც გუშინ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დადგა. სააპელაციომ განაცხადა, რომ დავით სარალიძე ბრალდებულმა გ.ჯ.-მ დაუდგენელ პირებთან ერთად მოკლა. გუშინვე შსს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას "ყურადღებით წაიკითხავდნენ" და "სწრაფად იმოქმედებდნენ".
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პირველი ინსტანციის განაჩენის შემდეგ მათ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მკვლელობაში კალანდიას თანამონაწილეობის ეჭვს ამყარებდა.
"სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ.-ს თანამონაწილეობის შესახებ", — აღნიშნეს შსს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა.
ვინ არის მიხეილ კალანდია
მიხეილ კალანდია 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილეა. კალანდიამ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს ჩვენება არაერთხელ შეცვალა. მან პირველად თქვა, რომ ბრალდებულ არასრულწლოვნებს ჩხუბის დროს დანა არ ჰქონიათ. მომდევნო პროცესზე კი მოწმემ ჩვენების შეცვლა გასულ პროცესზე ბრალდებული მეგობრების დაცვის სურვილით ახსნა. კალანდიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა დანას. მან ასევე თქვა, რომ თავად მოგვიანებით, რამდენიმე წამით შევიდა ფარდულში გასაშველებლად. კალანდიას მიერ შეცვლილი საბოლოო სცენარი, ემთხვევა პროკურატურის ვერსიას.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ცრუ ჩვენებისთვის მიხეილ კანალდიას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.
პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი რეკომენდაციით მიმართა, რომ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა კალანდია მიმართ, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის საქმეზე.
2018 წლის ივნისში შსს-მ დააკავა მერაბ მორჩაძე, რომელიც საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის ნათესავია. უწყება მას მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავებოდა. მორჩაძემ ბრალი აღიარა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შსს-ში აცხადებდნენ, რომ მორჩაძე სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიაზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს, ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მათივე თქმით, მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებ კალანდიებს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა.
სააპელაციოს გადაწყვეტილება
სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. ამ გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის ვერსია.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ჯ. მსჯავრდებული იყო დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
რაც შეეხება გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მომაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ. მას სასჯელი დაუმძიმდა და პატიმრობად 11 წელი და სამი თვე განესაზღვრა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გ.ბ.-ს გამოუტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა და დავით სარალიძის მკვლელი უცნობი დარჩა.
თავის მხრივ, პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალად სდებდა ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა არეშიძის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები