მე-8 თვეა "მირზა სუბელიანის ჩანაწერების" საქმეზე გამოძიება სიახლეების გარეშე მიმდინარეობს
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმარ მირზა სუბელიანის ჩანაწერების გავრცელებიდან მე-8 თვეს პროკურატურაში ისევ იმეორებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის არის მსჯავრდებული, თუმცა საპატიმროს, დაახლოებით, ერთ თვეში დატოვებს.
4 მარტს სასამართლომ მას პატიმრობა ერთი წლითა და ერთი თვით შეუფარდა. სასჯელის ათვლა კი მისი დაკავების დღიდან, 2018 წლის 9 ივნისიდან დაიწყო. აუდიოჩანაწერებში სასჯელთან დაკავშირებით ისმის, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის ხმა, სადაც ის ამბობს:
"ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი, რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე, რა, დამანებონ თავი, რა".
წარდგენილი ბრალის თანახმად, პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩა #4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მან გაიგო ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომზადებული ჩანაწერი ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 2018 წლის 14 ოქტომბერს გაასაჯაროვა, პროკურატურამ 15 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ საქმეზე გამოძიება აუდიოჩანაწერის გასაჯაროებამდე ორი დღით ადრე დაიწყო. პროკურორი აცხადებდა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს "მირზა სუბელიანის ჩანაწერების" გავრცელების მიზნით აშანტაჟებდნენ.
"12 ოქტომბერს მისთვის [პენიტენციური სამსახურის თანამშრომლისთვის] უცნობი ადამიანი, რომელმაც მასზე მოახდინა შანტაჟი, რომ გაუვრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, სანაცვლოდ მას უნდა გაევრცელებინა ის ჩანაწერი... მისთვის უცნობია ადამიანი, რომელმაც გადასცა ეს ჩანაწერი", — განაცხადა პროკურორმა 15 ოქტომბერს.
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
კომენტარები