საქართველო ვერ აკეთებს იმას, რაც ევროკავშირთან ასოცირებულმა ქვეყნებმა შეძლეს — ჰარმსი პრაიდზე
ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, რებეკა ჰარმსის თქმით, ის გაოცებულია, რომ საქართველო ვერ ახორციელებს იმას, რაც ევროკავშირთან ასოცირებულმა სხვა ქვეყნებმა შეძლეს. ამის შესახებ მან თბილისი პრაიდზე შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით რუსთავი 2-თან თქვა.
ჰარმსი ამბობს, რომ პრაიდის მსვლელობა ასოცირებულ ქვეყნებში — უკრაინასა და მოლდოვაში ჩატარდა.
"თბილისში ვიზიტის დროს ლგბტ თემის წარმომადგენლებს შევხვდი და ვიცი, რომ მათ თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების გამოყენების დიდი სურვილი აქვთ. ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი. ისე ჩანს, თითქოს საქართველოს მთავრობას არ შეუძლია დაიცვას ეს მსვლელობა... ვთავაზობ მათ, გადახედონ ამ გადაწყვეტილებას", — თქვა ევროპარლამენტარმა.
ის სახალხო დამცველის განცხადებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ღირსების მარშის უსაფრთხოების დაცვა.
რებეკა ჰარმსი თბილისი პრაიდთან დაკავშირებით მთავრობისა და პარლამენტის პოზიციით ლგბტ აქტივისტის, გიორგი თაბაგარის ტვიტის შემდეგ დაინტერესდა. მან თაბაგარის ტვიტი გააზიარა და დაწერა: "მე არ მჯერა, რომ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტის ეს პოზიცია აქვს" და პასუხისთვის საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ხულორდავა მონიშნა.
დეპუტატმა უპასუხა რებეკა ჰარმსს და ბრალდებები უარყო: "რას გულისხმობთ? შეშფოთების მიზეზი არ არსებობს. გთხოვთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია. მსგავსი ტიპის კომენტარები აზიანებს ქვეყნის იმიჯს და ვნებს დემოკრატიას".
31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრაიდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება აღნიშნავს, რომ დაგეგმილ ფორმატსა და ადგილებში თბილისი პრაიდის ჩატარება შეუძლებელია. საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული 18-დან 23 ივნისის ჩათვლით გაიმართება. პრაიდის კვირეული ღირსების მარშით დასრულდება.
ამავე თემაზე:
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები