5 რამ, რაც ყველას ცხოვრებაში ხდება ხოლმე
დიდობა მარტივი არაა. მისი ყველაზე პრობლემური ნაწილი ისაა, რომ სირთულეებისთვის არავინ გვამზადებს. თუმცა, გაუთვალისწინებელ მდგომარეობებს სჯობს გახსნილი გონებით მივუდგეთ და არ ვინერვიულოთ იმაზე, რისი არიდებაც ყოველთვის ჩვენზე არაა დამოკიდებული.
მთავარი კი იმის არდავიწყებაა, რომ პრობლემები, უბრალოდ, "ხდება ხოლმე". მათ შორის, ისეთი, როგორიცაა ავარია მაშინ, როცა უამრავი გეგმა გაქვს. სახალისო ავარიები ვის არ მოსვლია? მუხრუჭის მაგივრად საცობში აქსელერატორს დააჭერ და უკვე სხვა მანქანას "კოცნი".
1. როცა დრო გვერევა
დედლაინები ცელმომარჯვებული სიკვდილივით გვადგას ხოლმე თავზე და ხანდახან ნერვიულობა ტვინს ისე გვირევს, ხან გვაგვიანდება, ხან კი პირიქით ხდება.
მაგალითად, გავიხსენოთ ამერიკელი სტუდენტის ისტორია, რომელიც Microsoft-თან გასაუბრებაზე 1 თვით ადრე გამოცხადდა. 21 წლის ლორა მაკლინს ისე უნდოდა საოცნებო სტაჟირებაზე მოხვედრა, რომ გასაუბრებისთვის მომზადებისას დრო აერია, თუმცა, როცა გასაუბრების ოფიცრისგან სკაიპში ზარი არ მიიღო, გაოცებულმა სიტუაციის გარკვევა სცადა. როცა აღმოაჩინა, რომ სამსახურის მიღებამდე დიდი შეცდომა დაუშვა, ძალიან შერცხვა, თუმცა, ეს ამბავი კარგად დასრულდა — 1 თვის შემდეგ, ლორა მაიკროსოფტმა სტაჟირებაზე მიიღო.
2. როცა ჩვენს უწყინარ გეგმებში ბუნებრივი მოვლენები ერევიან
ხანდახან სამყაროსგან ძალიან ცოტას ვითხოვთ — გარეთ დაგეგმილი პიკნიკის დღეს მოულოდნელად თავსდამტყდარი ჭექა-ქუხილი უბრალოდ დიდი უსამართლობაა, რას ვიზამთ, ამინდის პროგნოზები ყოველთვის არ ამართლებენ.
ტეხასში მცხოვრები ჯუდიტ შტრეინი ვიქენდზე სანაპიროზე იმყოფებოდა და "ტახტზე" პოზირებდა, როდესაც ყინული უეცრად მოვარდნილმა ტალღამ გაიტაცა და ზღვის სიღრმისკენ დაიწყო ცურვა. საბედნიეროდ, სახიფათო სურათების მოყვარულ ბებოს ძალიან გაუმართლა, რადგან ის ერთ-ერთი ნავის კაპიტანმა შენიშნა და გადაარჩინა. მას კი უკვე შვილიშვილებისთვის მოსაყოლი ახალი ისტორია აქვს.
3. როცა ბავშვები ცელქობენ
დღეს თუ არა ხვალ მაინც, ხვალ თუ არა ზეგ... — გულის სიღრმეში ყველა მშობელმა იცის, რომ საყვარელი პატარები ერთ დღეს უხერხულ სიტუაციაში ჩააგდებენ, რომლის გამოსწორებაც შემდეგ თავად მოუწევთ. ხდება ხოლმე.
გახსოვთ ბრიტანელი ბავშვების ამბავი, რომლებიც მამას ოთახში BBC-სთან ინტერვიუს დროს შეუვარდნენ? პოლიტიკური საკითხების ექსპერტი რობერტ კელი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავდა, როდესაც ოთახში მისი მცირეწლოვანი შვილი ცეკვა-ცეკვით შევიდა, რამდენიმე წამის შემდეგ კი მეორე პატარაც გამოჩნდა, რომელსაც დიდი სისწრაფით შემოჰყვა მათი დედა, ბავშებს ხელი ჩაჰკიდა და ელვისსისწრაფით გაათრია ოთახიდან. ბავშვები მსოფლიომ ისე შეიყვარა, რომ მათზე ანიმაციური ფილმიც კი გადაიღეს.
4. როცა ავარია თან სახალისოა და თან თავისტკივილი
ხანდახან არის სიტუაციები, როდესაც მანქანით მგზავრობა ბეწვის ხიდს და გადარჩენის შეუსრულებელ მისიას ემსგავსება, ხანდახან კი პირიქით, როცა ძალიან მშვიდად ხარ, მაშინ გამოხტება გაუთვალისწინებელი ავარიები.
როგორც მერი გიორგობიანი ყვება, მისი პირველი (საბედნიეროდ, მსუბუქი) ავარია სრულიად უწყინარ გარემოში — საცობში — მოხდა. ის მანქანებით გადაჭედილ გზაზე მანქანაში იჯდა, მუსიკას უსმენდა და გაზაფხულის ლამაზი დღით ტკბებოდა, როდესაც უეცრად ალერგიამ შემოუტია, დააცემინა და სწორედ ამ დროს გაიგო შეჯახების ხმაც. არაუშავს. ხდება ხოლმე.
იმის გამო, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არაა, თიბისის დაზღვევას მომხმარებელზე მორგებული და კომფორტული პაკეტები აქვს. რაც ყველაზე მეტად მოგეწონებათ კი ალბათ ისაა, რომ მისი ყიდვა ონლაინაც არის შესაძლებელი.
5. "ხუმრობენ და ხუმრობენ" სტილისტები
რას მოიფიქრებდით იმ სტილისტებისთვის, რომელთა ნახელავიც რამდენიმეწუთიანი ფასიანი სამუშაოს შემდეგ ყოველ სარკეში ჩახედვისას შიშის ზარს გცემთ?
ჩინელ კაცს, რომელიც ვინაობას არ ამხელს, მთელი გულით სურდა სახლში სასურველი ვარცხნილობით დაბრუნებულიყო, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა. მან სტილისტს მაგალითისთვის ვიდეო აჩვენა, მან კი ყველაფერი ზედმეტად პირდაპირ გაიგო და თავზე დაპაუზების ღილაკი დაახატა. ამბის ბედნიერი დასასრული მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ერთ თვეში თმა გაიზარდა.
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
კომენტარები