იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატად 144-დან 139 პირი დაარეგისტრირა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 144 მსურველიდან მხოლოდ 139 კანდიდატი დაარეგისტრირა, დანარჩენს კი უარი უთხრა.
მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარი უთხრეს მამუკა ეგუტიძეს, ლევან კოკორაშვილს, ნუგზარ სარიას, ალუდა ღუდუშაურსა და მერაბ ქავთარაძეს.
კანდიდატებს შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანია.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებენ, რომ გიორგი მიქაუტაძე ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნას, რადგან 3 რეკომენდატორი არ ჰყავს. თამარ ონიანი კი "უნდა ჩამოშორდეს მთლიანად შერჩევის პროცესს, რადგან მისი მაზლი (აზნაურაშვილი) მონაწილეობს კონკურსში".
არამოსამართლე წევრების პროტესტის მიუხედავად, თამარ ონიანი და გიორგი მიქაუტაძე კანდიდატებად დაარეგისტრირეს.
უზენაესის მოსამართლეთა კონკურსი
2018 წელს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ სიაში მოსამართლეობის 10 კანდიდატი იყო, მათ შორის, საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანია. ამჟამინდელ კონკურსში გვრიტიშვილი და ჩინჩალაძე მონაწილეობას აღარ იღებენ. გიორგი მიქაუტაძე კი რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოში უვადოდ გაამწესეს.
2018 წლის დეკემბერში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციან სიას პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ისე ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში. კრიტიკა ორ ძირითად საკითხს ეხებოდა:
- კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე შერჩეული 10 კანდიდატი;
- ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის გაძლიერების საფრთხე.
უმრავლესობის დეპუტატებმა, მათ შორის ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ, პროტესტის ნიშნად ქართული ოცნებაც დატოვეს. ეკა ბესელია აცხადებდა, რომ 10-კაციანი სიის დამტკიცებას ქართული ოცნება და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლობირებდა.
იუსტიციის საბჭომ სია პარლამენტიდან გამოითხოვა. ქართულმა ოცნებამ კი უზენაესის მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურების კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა. კანონი პარლამენტმა პირველ მაისს დაამტკიცა. სწორედ, აღნიშნულ კრიტერიუმებისა და პროცედურების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს იუსტიციის სამინისტრომ მოსამართლეობის კანდიდატები და შემდგომ, პარლამენტს წარუდგინოს.
ქართული ოცნების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა და საპარლამენტო ოპოზიციამ. ისინი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას მოითხოვდნენ. მათი პოზიციით, ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ე.წ. კლანს საშუალება მისცა "უზენაეს სასამართლოშიც გაძლიერებულიყო".
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები