ჰაერის დაბინძურება და ქალთა უნაყოფობა
უნაყოფობა ქალებსა და კაცებში მრავალმხრივი რეპროდუქციული დარღვევაა, რომლის მიზეზთა ნაწილი ცნობილია, ნაწილი — უცნობი. კლინიკურად, უნაყოფობა არის ჩასახვის ერთწლიანი წარუმატებელი მცდელობა, ან, თუ ასაკი 35-ს აღემატება, ჩასახვის ექვსთვიანი წარუმატებელი მცდელობა.
უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში უნაყოფობის გავრცელება დაახლოებით 10 პროცენტია, თუმცა, გეოგრაფიული გავრცელება არაერთგვაროვანია. სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში უნაყოფობის სიხშირე სხვა რეგიონებისას აღემატება.
ცნობილია რამდენიმე რისკ-ფაქტორი, რომელიც უნაყოფობის ალბათობას ზრდის, როგორებიცაა, მაგალითად, საშვილოსნოს მილის ვენერიული დაავადებები.
ამავე ფაქტორებში შედის:
- გონადისთვის [სქესობრივი ჯირკვალი] ტოქსიკური რადიაცია ან ქიმიოთერაპია, რომლებიც საკვერცხე ან სათესლე ჯირკვლების ნაადრევ უკმარისობას იწვევს;
- სხეულის მასის მაღალი ინდექსი, რომელიც ოვულაციურ უნაყოფობასთანაა დაკავშირებული;
- დაბადებამდელი შეხება ენდოკრინულ დარღვევებთან, რომელიც საშვილოსნოს პრობლემებით გამოწვეულ უნაყოფობასთანაა ასოცირებული.
ცნობილია ისიც, რომ თამბაქოს კვამლის ზემოქმედება არასასურველ რეპროდუქციულ შედეგებთანაა კავშირში. რამდენიმე კვლევა ადასტურებს, რომ ჩასახვისთვის მწეველ ქალებს მეტი დრო სჭირდებათ. ამავდროულად, ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის მწეველ ქალებს ორჯერ უფრო მეტი პროცედურის გავლა უწევთ, ხოლო მეორად კვამლთან შეხება წარმატებული პროცედურის ალბათობას საგულისხმოდ ამცირებს.
დაბინძურებულ ჰაერთან სიახლოვე ადრეული რეპროდუქციული ეტაპების, განაყოფიერებისა და ჩასახვის, წარმატების ალბათობას ამცირებს და ნეგატიური გავლენა აქვს ნაყოფის წონასა და მის განვითარებაზე. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, PM 2,5-ის კონცენტრაციის 10 µg/m3-ით [მიკროგრამი კუბურ მეტრში] ზრდა ნაყოფიერების 22%-იან კლებასთანაა ასოცირებული.
კვლევის მასალები და მეთოდები
"ჰაერის დაბინძურების კავშირი უნაყოფობასთან, მედდებს შორის ჩატარებული კვლევა II" ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1989 წლიდან 2003 წლამდე შუალედში, 25-42 ასაკის შუალედის ქალებს შორის, ჩატარდა. კვლევაში 36 294 ქალის ჯანმრთელობის მონაცემი გაანალიზდა და შედარდა ჰაერის ხარისხს მათ საცხოვრებელ გარემოში.
კვლევის ყველა მონაწილე მედდა ჯანმრთელობის ამერიკული კვლევიდან [NHS II] იყო შერჩეული, რომელიც 1989 წელს 116 430 მედდის გამოკითხვით დაიწყო. [კვლევაში რეგისტრაციისას, კოჰორტაში შემავალი ქალები ამერიკის 14 სხვადასხვა შტატში ცხოვრობდნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში მათმა ნაწილმა მისამართი შეიცვალა და ამერიკის ყველა შტატი მოიცვა.]
1989 წლიდან 2003 წლამდე ორ წელიწადში ერთხელ, ამ კოჰორტის წევრები ფოსტით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვარს იღებდნენ [გამოხმაურების სიხშირე: 90%], რომელიც მათი ჯანმრთელობისა თუ ცხოვრების წესის შესახებ მრავალფეროვან კითხვებს შეიცავდა.
ამ კვლევისთვის მონაცემთა სრული ბაზიდან ამოღებულია იმ ქალთა მონაცემები, რომელთა ასაკი 1993 წელს 45-ს აღემატებოდა.
შედეგები
უნაყოფობისა და საცხოვრისის სამანქანო გზასთან სიახლოვის დასაკავშირებლად 36 294 ქალისგან შემდგარი საკვლევი პოპულაცია გაანალიზდა.
გზებთან ახლოს მცხოვრებ ქალებს, გზისგან შორს მცხოვრებ ქალებთან შედარებით, საშუალოდ, უნაყოფობის 20%-ით უფრო მაღალი რისკი აღენიშნათ.
დასკვნა
ეს კვლევა ჰაერის დაბინძურების ინდივიდუალური ზემოქმედების განსაზღვრის პირველი მცდელობაა, სადაც საავტომობილო გზასთან სიახლოვე და შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაცია უნაყოფობის შემთხვევების სიხშირეს უკავშირდება. გამოკითხულ ქალთა შორის კონკრეტულად ოვულაციური დარღვევებითა და კაცთა ფაქტორებით გამოწვეული უნაყოფობა ისევეა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული, როგორც ზოგადი [სხვა მიზეზებით გამოწვეული] უნაყოფობა.
მასალის სრულად ნახვა შეგიძლიათ კაკტუს-მედიაზე
სტატია თარგმნა გიორგი ცინცაძემ. გიორგი ცინცაძე არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების მაგისტრი;
სტატიის თარგმანი ნაწილია კაქტუსის პროექტისა "ჰაერის დაბინძურება და ქალთა ავადობები," რომელიც 'ქალთა ფონდი საქართველოში' Women's Fund in Georgia მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც გარემოს დაბინძურებასა და ქალთა ავადობების გავრცელებას შორის კავშირს სწავლობს.
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
კომენტარები