ISFED: Facebook-ზე შავგულიძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას ორგანიზებული სახე აქვს
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების განცხადებით, მთაწმინდის ოლქში პირველი ტურის დასრულების შემდეგ ფეისბუქზე ოპოზიციური კანდიდატის, შავგულიძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია გააქტიურდა და ამას ორგანიზებული სახე აქვს. ორგანიზაციის განმარტებით, იგივე მადისკრედიტირებელი გვერდები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას კანდიდატებისა და პარტიების წინააღმდეგ დასპონსორებულ კამპანიას აწარმოებდნენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ისევე, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, 19 მაისის შუალედურ არჩევნებზეც დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანია ფეისბუქზე ინტენსიური იყო და ძირითადად, ზუგდიდისა და მთაწმინდის ოლქებზე იყო კონცენტრირებული.
რაც შეეხება ლადო კახაძეს, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მის დისკრედიტაციას ის გვერდები მიმართავენ, რომლებიც აფილირებული არიან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და ზოგადად, ქართულ ოცნების, ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურობენ.
"მადისკრედიტირებელი პოსტები კახაძის მიმართ ძირითადად სატირული და ღვარძლიანია, თუმცა სპორადული სახე აქვს და დასპონსორებული არ არის. შესაბამისად, ასეთი პოსტები რეაქციების, გაზიარების თუ კომენტარების დიდი რაოდენობით, როგორც წესი, არ ხასიათდება", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სამართლიანი არჩევნები აღნიშნავს, რომ შალვა შავგულიძის წინააღმდეგ გვერდები კოორდინირებულად, თანმხვედრი გზავნილებით აქვეყნებენ დამონტაჟებულ ფოტო-ვიდეო მასალას, რომელშიც ის წარმოჩენილია, როგორც კანდიდატი, რომელიც თანამშრომლობს წინა "რეჟიმის" პირებთან და მას მორალურად კიცხავენ. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შავგულიძის საწინააღმდეგო რამდენიმე პოსტში გამოყენებული იყო ძალადობრივი შინაარსის შემცველი მასალა, რომელიც ფეისბუქმა დაფარა.
"შავგულიძის წინააღმდეგ მიმართულ ფეისბუქკამპანიას POSTV-ის და იმედის რიგი სიუჟეტების ხაზი გასდევს და ძირითადი კონტექსტი მათ მიერ შავგულიძის საწინააღმდეგოდ მომზადებული მასალებიდან იქმნება", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. მათივე თქმით, შესაძლოა, ეს უკანონო შემოწირულობებთანაც იყოს დაკავშირებული:
"სავარაუდოდ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით მიმდინარე კანდიდატის მადისკრედიტირებელი კამპანიის მთავარი ინსტრუმენტი არის მადისკრედიტირებელი პოსტების დასპონსორება. ამ მიზნით გაწეული არადეკლარირებული ხარჯი კი, თავისი არსით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს".
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამოწვევად რჩება, რომ ფეისბუქრეკლამაში გადახდილი ამ თანხების წარმომავლობის ფინანსური მონიტორინგი აუდიტის სამსახურის მიერ ვერ ხორციელდება, რაც საარჩევნო გარემოს აზიანებს.
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
კომენტარები