რუს ჟურნალისტს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღების მცდელობაში წაუყენეს
რუს გამომძიებელ ჟურნალისტს ივან გოლუნოვს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღების მცდელობაში წაუყენეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. რუსი და საერთაშორისო ჟურნალისტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ის "ჟურნალისტური საქმიანობისთვის ისჯება".
ინტერნეტგამოცემა "მედუზას" ჟურნალისტი სამართალდამცველებმა მოსკოვში ორი დღის წინ დააკავეს და სცემეს. გამოძიება მას ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. ადვოკატების მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალება გოლუნოვს მანქანაში დაკავების დროს ჩაუდეს.
36 წლის ჟურნალისტი თავისი საგამოძიებო საქმიანობით არის ცნობილი. ის ხშირად მოსკოვის პოლიტიკურ ელიტაში კორუფციის ფაქტებს ამხელდა. გამოცემას სჯერა, რომ მისი დაკავება სწორედ მის საგამოძიებო საქმიანობას უკავშირდება.
მედუას გენერალურმა დირექტორმა, გალინა ტიმჩენკომ და მთავარმა რედაქტორმა, ივან კოლპაკოვმა განცხადება გაავრცელეს და გოლუნოვის გათავისუფლება მოითხოვეს.
"ჩვენ გვჯერა, რომ ივან გოლუნოვი უდანაშაულოა. უფრო მეტიც, ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს დავიჯეროთ, რომ ის მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო გახდა სამიზნე. ვიცით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ემუქრებოდნენ. ჩვენ ვიცით, რატომ ემუქრებოდნენ და დევნიდნენ მას", — ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვის სასამართლოსთან რამდენიმე ჟურნალისტი შეიკრიბა ბანერებით: "მე ჟურნალისტი ივან გოლუნოვი ვარ, მეც დამიჭირე". აქტივისტები ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქცია 7 ივნისს მოსკოვის პოლიციის მთავარ სამმართველოსთანაც გაიმართა. აქცია დაკავებებით დასრულდა. სულ 11 ჟურნალისტი დააკავეს, მათ შორის ბევრი ცნობილი.
რადიო თავისუფლება წერს, რომ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანი პრეზიდენ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია.
რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ანტისაოკუპაციო კამპანიის წარმომადგენელმა ალექსეი ნავალნიმ თქვა, რომ გოლუნოვის დაკავება " პოლიტიკურად მოტივირებულია".
მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კი შიშობენ, რომ გოლუნოვის დაკავება რუსეთში მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები