არა, ბარსელონაში გრიზმანის ტრანსფერი ლგბტ მხარდაჭერის გამო არ ჩაშლილა
მადრიდის ატლეტიკოში გატარებული წლების შემდეგ ანტუან გრიზმანმა გასულ თვეს გამოაცხადა, რომ კლუბიდან წასვლას აპირებს და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. ერთ-ერთი კლუბი, სადაც, ფანების აზრით, ფეხბურთელი შეიძლება გადასულიყო, ბარსელონაა. დაირხა ხმები ასევე პარის სენ-ჟერმენისა და მანჩესტერ იუნაიტედის შესახებ.
ერთ-ერთი ვერსიით, გრიზმანის შემოერთების იდეა ბარსელონას ფეხბურთელებს დიდად არ მოეწონათ. გავრცელდა ჭორი იმის შესახებაც, რომ ბარსელონამ გრიზმანის კანდიდატურა კონკრეტულად ლგბტ უფლებების მხარდაჭერის გამო დაიწუნა და თითქმის შემდგარი ტრანსფერი ამის გამო ჩაიშალა, თუმცა ეს ჭორი ატლეტიკოს პრეზიდენტმა მაშინვე უარყო: მან თქვა, რომ ბარსელონადან მას არავინ დაკავშირებია და ჯერ არ იცის, საით გაუწევია გრიზმანს 2019/2020 სეზონისათვის.
გრიზმანი და ლგბტ უფლებები
28 წლის ანტუან გრიზმანს საფეხბურთო საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიაზე ბევრჯერ უსაუბრია. საფრანგეთში არსებულ ლგბტ გამოცემასთან, Tetu-სთან საუბარში მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, ჰომოფობია იდეა კი, არა დანაშაულია. ფეხბურთელმა ასევე განაცხადა, რომ დროა, დასრულდეს სტადიონზე ჰომოფობიური შეძახილები.
გრიზმანმა დოკუმენტურ ფილმში Footballer and homo, at the heart of the taboo ორიენტაციის გაცხადების სირთულეებზეც ისაუბრა:
ბარსელონა ჰომოფობიის წინააღმდეგ
საფეხბურთო კლუბი ბარსელონა გაცხადებულად უჭერს მხარს თანასწორობას. რამდენიმე წლის წინ, როცა ესპანეთში ერთ-ერთმა მსაჯმა ღიად განაცხადა, რომ გეია, ბარსელონამ ის კამპ ნოუზე მიიწვია.
ახალგაზრდა მსაჯმა, ხესუს ტომილიერომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც მაყურებლებისგან მიყენებული შეურაცხყოფა აუტანელი გახდა, თუმცა მოგვიანებით მან გადაწყვეტილება შეცვალა და გადაწყვიტა გაეგრძელებინა იმ საქმის კეთება, რომელიც უყვარს.
ბარსელონა ჰომოფობიასთან ბრძოლაში 2015 წელს ჩაება. ამავე წელს კლუბმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დანი ალვეში და ანდრეს ინიესტა მონაწილეობენ. ვიდეოში გუნდურობისა და პატივისცემის მნიშვნელობაზეა ყურადღება გამახვილებული.
ჰომოფობია საფეხბურთო საზოგადოებაში ჯერაც მოუგვარებელი პრობლემაა, ბარსელონა კი თანასწორობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ასე რომ, გრიზმანისა და ბარსელონას შეხედულებებში ამ კუთხით აცდენა ნამდვილად არ ყოფილა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები