ირაკლი კობახიძე: ჩვენი ოპონენტები იბრძვიან არა გამარჯვებისთვის, არამედ გარდაუვალი დამარცხებისთვის
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 10 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა მთაწმინდის ოლქში პირველ ტურთან შედარებით 31 პროცენტით მაღალია.
მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან უსაფუძვლო განცხადებები კეთდება "არარსებულ დარღვევებთან დაკავშირებით", რასაც ქართული ოცნება "მიჩვეულია".
"ეს არის პროცესში გარკვეული დაძაბულობის შეტანის მცდელობა, ამასაც მიჩვეულები ვართ და ვიცით, რისი ნიშანია. ეს არის ყოველთვის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ოპონენტები იბრძვიან არა გამარჯვებისთვის, არამედ გარდაუვალი დამარცხებისთვის. მოვუწოდებთ, რა თქმა უნდა, ოპონენტებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ როგორც ამომრჩეველს, ისე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა საარჩევნო უბნებთან სიებით მდგომ კოორდინატორებზეც ისაუბრა. ის ამბობს, რომ ეს ამომრჩევლების მობილიზების პრაქტიკაა, რაც დემოკრატიულ პროცესს უზრუნველყოფს.
"ეს არის პრაქტიკა, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ამ პრაქტიკით მუშაობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ძალიან განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში. მთავარია, მობილიზებამ არ შეიძინოს ამომრჩეველზე ზეწოლის სახე და ეს უნდა ავირიდოთ თავიდან. თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ზეწოლა არ ხორციელდება. რაც მეტ ამომრჩეველს გამოიყვანენ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო უბნებზე, მით უკეთესი საარჩევნო პროცესისთვის. ამის გაკეთება შეუძლიათ ჩვენს ოპონენტებს, ისინიც აკეთებენ ამას და ჩვენც. ეს არის ამომრჩევლის მობილიზება და ამაში კანონდარღვევა არაფერია", — განაცხადა კობახიძემ.
მან თქვა, რომ საარჩევნო უბნებიდან სიებით მყოფი კოორდინატორების დისტანციაზე შეზღუდვა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების დროს მოიხსნა და ახალ ცვლილებების მუშაობის დროს, ამ საკითხს განიხილავენ.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის იმართება. პირველ ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმების 41 პროცენტი (6 036 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ — 36,83% (5 422 ხმა).
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები