ნენსკრა ჰესი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში 60 მლნ დოლარით აზარალებს — მწვანე ალტერნატივა
ნენსკრას პროექტით სახელმწიფო წელიწადში მინიმუმ 60 მლნ აშშ დოლარით იზარალებს. ეს დასკვნა მწვანე ალტერნატივამ ნენსკა ჰესის მშენებლობაზე სახელმწიფოსა და პროექტის წარმომადგენლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზის საფუძველზე გამოაქვეყნა.
"სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გასაგებია, თუ რატომ იყო ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებული. ამ კაბალური პირობებით პროექტის განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოს მიადგება ასობით მილიონი ლარის ზარალი ყოველწლიურად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ელექტროენერგო უსაფრთხოება და გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვან ზრდას", — აღნიშნულია მწვანე ალტერნატივის განცხადებაში.
როგორც ორგანიზაცია წერს, ნენსკრა საქართველოს ზამთრის დეფიციტის მხოლოდ ნახევარზე ნაკლებს (43%-ს) შეავსებს. ის საქართველოს ზამთრის დეფიციტის შესავსებად მხოლოდ 21%-ს გაიღებს.
გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, ჰესის პროექტის დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფოსთვის დენის არსებულ ფასებზე იაფად მიწოდებაა. მწვანე ალტერნატივა აღნიშნავს, რომ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სინამდვილეში საქართველოში არსებული ელექტროენერგიის ფასებზე ორჯერ ძვირი იქნება (არსებული ფასი: 4,9 აშშ ცენტი. ნენსკრას ფასი: 13 წლის განმავლობაში საშუალოდ 10,6 აშშ ცენტი, მას შემდეგ — 12,7 აშშ ცენტი).
გამოაშკარავებული დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ასევე ვალდებულებას იღებს, ნენსკრასგან 36 წლის განმავლობაში ელექტროენერგია ყოველთვის შეისყიდოს მაღალ ფასად — საშუალოდ 29,6 თეთრი, რომლის ნაწილსაც ის ექსპორტზე გაიტანს. ნენსკრასგან შესასყიდი ფასი კი დღევანდელ საექსპორტო ღირებულებას ბევრად აღემატება (9 თეთრი).
ამას გარდა, სახელმწიფო აზღვევს ჰესის ჰიდროლოგიურ რისკებს და ზიანს უნაზღაურებს. სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, რომ ნენსკრა ჰესს ტერიტორიები ერთ დოლარად გადასცეს, რომელთა დიდი ნაწილი ჭუბერისა და ნაკრას თემების საგვარეულო ტყეებსა და სათემო საკუთრებას მოიცავს. ტერიტორიის 700 ჰექტარზე მეტი უკვე ნენსკრასთვის გადაცემულია.
ხელშეკრულება ნენსკრა ჰესის მშენებლობის შესახებ 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა და 2019 წლის 8 ივნისს, რუსთავი 2-ის გადაცემა შაბათის კურიერში გასაჯაროვდა. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესის საქართველოში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებს შორის ყველაზე მასშტაბურია. ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ სვანეთის მოსახლეობის ნაწილმა სვანეთში და თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია გამართა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები