შე, ყეყეჩო ადამიანო, შენა, ბოკერია — დაპირისპირება გია ვოლკისა და გიგა ბოკერიას შორის პარლამენტში
"შე, ყეყეჩო ადამიანო შენა, გიგა ბოკერია", — ამ სიტყვებით მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ევროპული საქართველოს დეპუტატს გიგა ბოკერიას.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შუალედურ არჩევნებზე ოპოზიციის ბრალდებებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ უბნებზე ამომრჩევლის დასაშინებლად ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მიიყვანა.
გიგა ბოკერიამ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ არჩევნების დღეს კრიმინალური სამყაროს წევრები ემუქრებოდნენ ახალგაზრდა გოგოებს "შუაზე გაგჭრიო", თუმცა მსგავსი განცხადებები ქართული ოცნების დეპუტატებს არ დაუგმიათ.
"ზრდილობისთვის მაინც გეთქვათ, მაგრამ ამასაც ვერ იძახით, იმდენად გაქვთ პოლიტიკური ზნეობა დაკარგული", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მან ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება წარსულზე, რეჟიმზე ხშირად საუბრობს, თუმცა კითხვა აქვს: "კომპარტიაზე დანაშაულებრივი, ფაშისტების გარდა, რომელი რეჟიმი იყო".
"თქვენ გყავთ ბატონი ვოლსკი, რომელიც 9 აპრილის შემდეგ ცეკას ინსტრუქტორი იყო, თქვენ გყავთ კარლო კოპალიანი, რომელიც 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის სკოლაში წავიდა და გყავთ გუგული მაღრაძე, რომელიც პარტკომი იყო, ვის უკითხავთ თქვენ მორალს?", — განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა ბოკერიას და თქვა: "საუკეთესო კომენტარი ამ კომენტარის უკომენტაროდ დატოვება იქნება".
მოგვიანებით ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლკი გამოეხმაურა გიგა ბოკერიას გამოსვლას პარლამენტში, რასაც სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.
"ოპონენტები შედარებით ნაკლებ მხარდაჭერას აბრალებენ ყველაფერს: ხახვს, ნიორს, ფქვილს მოსყიდვის სხვადასხვა ფორმებს, ჰიპნოზსაც კი ადამიანი, რომელიც ჩასჩურჩულებს მეორე ადამიანს 41 შემოხაზოს, ძველ ბიჭებს რასაკვირველია, სხვა გარემოებებს, მხოლოდ არა საკუთარ თავს", — განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ევროპულმა საქართველომ არათუ ჩამოიცილა ლაქები შალვა შავგულიძის მეშვეობით, არამედ მნიშვნელოვნად დაალაქავეს შალვა შავგულიძის რენომე.
"რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს, არათუ ბევრია ასეთი წარსულის ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას და რომლებსაც თქვენგან განსხვავებით ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებიათ მამაკაცი, არ მოუკლავთ ქუჩაში მამაკაცი, არ უწამებიათ და არ უქნევიათ თქვენსავით გამეტებით ხელები", — განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამ გაცხადებას ბოკერიას პროტესტი მოჰყვა, რის გამოც ვოლსკიმ ის შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით"ყეყეჩად" მოიხსენია.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიასგან ბოდიში მოხდა მოითხოვა და მანდატურებს მოუწოდა "დარბაზი დაატოვებინონ".
"ნურც ნურავის ნერვებს ვცდით და ნურც აღქმას იმ რეალობის, რომელიც აქ ხდება. მოგიწოდებთ, ადგეს ბოკერიამ, მოუხადოს კოლეგებს ბოდიში, იმ ტერმინებისთვის, რაც ისმოდა, რაზეც თავად ამბობენ, რომ არის სიძულვილის ენა და ადამიანის ლანძღვა, ან გააძევეთ დარბაზიდან", — განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უმჯობესია დღეს, 11 ივნისს პარლამენტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ეთიკის საბჭოს სხდომაზე "15 წუთი დაეთმოს".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები