ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტომოსის მიღებაზე უარს ამბობს
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი, ფილარეტი ტომოსის მიღებაზე უარს ამბობს. მისივე თქმით, ტომოსის მიღებამდე მისი შინაარსის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
"ჩვენ რომ შინაარსი გვცოდნოდა, 15 დეკემბერს ავტოკეფალიის სასარგებლოდ ხმას არ მივცემდით, რადგან ჩვენ არ გვჭირდება ერთი დამოკიდებულებიდან მეორე დამოკიდებულებაში გადასვლა. მოსკოვის საპატრიარქო ემსახურება მოსკოვის ინტერესებს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია — ბერძნების. და ვინ მოემსახურება უკრაინას?" — განაცხადა ფილარეტმა.
მიმდინარე წლის 6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, უკრაინის ეკლესია ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე.
15 მაისს ფილარეტმა განაცხადა, რომ უკრაინის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მოატყუეს, რადგან შეთანხმების პირობები დაარღვიეს. ფილარეტის მტკიცებით, ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის შიგნით ეკლესია მას უნდა ემართა და ეკლესიის სახელწოდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო უნდა ყოფილიყო, საზღვარგარეთ კი ეკლესია ეპიფანეს უნდა წარედგინა.
გარდა ამისა, ფილარეტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტომოსის სამი პუნქტი მისთვის მიუღებელია. საპატიო პატრიარქის თქმით, ტომოსი უკრაინელებს, როგორც კიევის საპატრიარქოს მრევლს არ განსაზღვრავს. მეორე საკითხი, რომელიც ფილარეტს ტომოსის ტექსტში არ მოსწონს, მირონის დამზადებას ეხება. ტომოსით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მირონის დამზადება ეზღუდება. მესამე შეზღუდვად ფილარეტი კონფლიქტების დარეგულირებას მიიჩნევს: თუ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში კონფლიქტი გაჩნდება, მას კონსტანტინოპოლის საპატრიარქო გადაწყვეტს. ფილარეტის თქმით, არც ერთ ავტოკეფალურ ეკლესიას, რომელმაც ტომოსი მიიღო, მსგავსი პუნქტები არ აქვს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები