რატომ გვიჭირს ხოლმე სიზმრების გახსენება
ბევრ ჩვენგანს სიზმრის დეტალების გასახსენებლად დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამის მიზეზები ძილის ჩახლართულ ციკლებში უნდა ვეძიოთ.
სიზმრები ჩვენს ცხოვრებას ბუნდოვან, ხელშეუხებელ რეალობასავით გასდევს ფონად. თუ გაგვიმართლა, დღის გამომაფხიზლებელ სინათლეზე ამ ჩრდილოვან სამყაროს მხოლოდ წამიერად თუ შევავლებთ ხოლმე თვალს. მათაც კი, ვისაც სიზმრების მოგონება გასაოცარი სიზუსტით შეუძლიათ, ზოგ დღეებში გაღვიძებისას, შესაძლოა, აღმოაჩინონ, რომ ღამით ნანახისგან გონებაში აბსოლუტურად აღარაფერი შემორჩათ.
თუმცა იმის ახსნა, თუ რატომ ვხედავთ ამ ეფემერულ ხილვებს და რა მიზეზით ვერ ვიხსენებთ ხოლმე მათ, მყარი ფაქტებითაა შესაძლებელი. ორივე კითხვაზე პასუხი ჩვენი მძინარე სხეულების ბიოლოგიასა და ქვეცნობიერშია.
ძილის ფენომენი იმაზე ჩახლართულია, ვიდრე ერთ დროს გვეგონა. იმის ნაცვლად, რომ ჩაძინება-გამოღვიძების პერიოდში ცნობიერება გათიშული გვქონდეს, ჩვენი დასვენების რეჟიმში გადასული ტვინი ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობის უამრავ ეტაპს გადის, რასაც თან გონებრივი აქტივობებიც ახლავს.
სიზმარი ყველაზე მეტად ძილის იმ ფაზასთან ასოცირდება, რომელიც თვალების სწრაფი მოძრაობის, REM-ის სახელითაა ცნობილი. REM ასევე დესინქრონიზებული, პარადოქსული ძილის ფაზადაც მოიხსენიება, რადგან ამ დროს ადამიანში ღვიძილისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც შეიმჩნევა. REM ფაზის განმავლობაში ქუთუთოებს მიღმა თვალის გუგები ტოკავენ, სუნთქვა და სისხლის ცირკულაცია იცვლება და სხეული ისეთ პარალიზებულ მდგომარეობაში გადადის, რომელსაც ატონია ეწოდება. ამ ფაზაში ჩაძინებული ორგანიზმი ყოველ 90 წუთში შედის და სიზმრებსაც სწორედ ამ დროს ვხედავთ ხოლმე.
ტვინის უმნიშვნელოვანეს უბნებს, ტვინის ქერქსა და ლიმბურ სისტემას, REM ფაზის პერიოდში შედარებით მეტი სისხლი მიეწოდება. ტვინის ქერქი ჩვენს სიზმრებს შინაარსით ავსებს; ხოლო ლიმბური სისტემა ჩვენს ემოციებს, ქცევებს, მოტივაციას და გრძელვადიან მეხსიერებას აკონტროლებს. როცა სიზმრის ნახვის სტადიაში ვართ, ტვინის ამ ორ ნაწილში ელექტრო აქტივობაა გაჩაღებული. ამ პროცესის დროს ტვინის შუბლის წილი, რომელიც, ზოგადად, ჩვენს კრიტიკულ უნარებს მართავს, არ რეაგირებს.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხშირად გაუპროტესტებლად ვიღებთ სიზმრისეული თხრობის ალოგიკურ სიუჟეტს მანამ, სანამ გაღვიძების დრო მოვა.
პრობლემა ისაა, რომ, რაც უფრო არეული და დამაბნეველია ძილში ნანახ კადრთა მიმდევრობა, მით უფრო რთულია ჩვენთვის მათი გააზრება და გახსენება. სიზმრები, რომლებსაც შედარებით დალაგებული სტრუქტურა აქვთ, ბევრად მარტივად გვამახსოვრდება, ამბობს ფსიქოლოგიის პროფესორი და მწერალი, დიადრა ბარეტი.
გარდა ამისა, სიზმარში ნანახი გამოსახულებების მეხსიერებაში შენარჩუნების პროცესში ქიმიური ნაერთის, ნორადრენალინის როლიც მნიშვნელოვანია. ნორადრენალინი ჰორმონია, რომელიც სხეულსა და გონებას მოქმედებისკენ უბიძგებს და, ბუნებრივია, ღრმა ძილის დროს ორგანიზმში მისი დონე ჩვეულებრივზე დაბალია ხოლმე.
ფრანჩესკა სიკლარი, ლოზანის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ძილის კვლევის დოქტორი, ამბობს, რომ ძილისა და ღვიძილის მდგომარეობებს შორის მკაფიო საზღვრები არსებობს და ეს სულაც არ არის შემთხვევითი. "ალბათ ძალიან კარგიცაა, რომ ჩვენი სიზმრები და რეალური ცხოვრება ერთმანეთისაგან მკაცრადაა გამიჯნული", - ამბობს ის, - "ვფიქრობ, რომ თუ შენ სიზმარში ნანახი ყველა დეტალი ისე გემახსოვრებოდა, როგორც რეალურად მომხდარი ამბები, აუცილებლად დაიბნეოდი და გაგიჭირდებოდა გაგერჩია, რომელი მათგანი მოხდა სინამდვილეში".
მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც ძილის ისეთი დარღვევებით იტანჯებიან, როგორიც ნარკოლეფსიაა, რეალურად მომხდარისა და სიზმარში ნანახი მოვლენების ერთმანეთისგან გარჩევა უჭირთ, რაც მათთვის დამაბნეველი და უხერხულობის გამომწვევიც შეიძლება იყოს. "ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც სიზმრების გახსენება ზედმეტად კარგად გამოსდით და ეს მოგონებები მთელი დღის განმავლობაში იჩენენ ხოლმე თავს".
შემთხვევითი არ არის, რომ ის სიზმრები, რომლებიც გვამახსოვრდება, ძირითადად, ძილის ციკლის კონკრეტული პერიოდიდან მოდის. ამის მიზეზი ჩვენს მძინარე სხეულებში მოქმედი ქიმიური პროცესებია. "ჩვეულებრივ, ყველაზე ცხად სიზმრებს REM ფაზის დროს ვხედავთ, ანუ მაშინ, როცა ჩვენს ტვინში ნორადრენალინის დონე დაკლებულია", - ამბობს სიკლარი.
ზოგჯერ ჩვენ ზუსტად გაღვიძების წინ ვხედავთ სიზმარს, მაგრამ დილით შესასრულებელი რუტინული ქმედებები მის დამახსოვრებაში გვიშლის ხელს. ხშირ შემთხვევაში მშვიდ ძილს მაღვიძარა გვირღვევს, ეს ნორადრენალინის კონცენტრაციის დონეს სწრაფად ზრდის, რაც სიზმრის მეხსიერებაში შენარჩუნებას ართულებს.
"როდესაც ვინმე მეკითხება, რატომ არ შეუძლია სიზმრების გახსენება, ვპასუხობ, რომ მას ზედმეტად სწრაფად ეძინება, ზედმტეად ღრმად სძინავს და მაღვიძარას ხმაზე იღვიძებს", - ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ძილის მკვლევარი, რობერტ სტიქგოლდი, - "მათი პასუხი კი, ჩვეულებრივ, ასეთია ხოლმე: საიდან მიხვდით?".
სტიქგოლდი ამბობს, რომ ძილ-ღვიძილის პერიოდის დროს ნანახი სიზმარი შედარებით მეტ ადამიანს ამახსოვრდება. როცა ადამიანი ძილ-ბურანში ნელ-ნელა ეხვევა, მისი გონება განყენებულ ფიქრს იწყებს და ტვინში სიზმრის მსგავსი გამოსახულებები ჩნდება; ეს პროცესი ჰიპნაგოგური ძილის სახელითაა ცნობილი. სტიქგოლდი წლების წინ ჩატარებულ თავის კვლევას იხსენებს, როცა ლაბორატორიაში მყოფი სტუდენტები ძილის ამ ფაზაში შესვლისთანავე გააღვიძეს. "თითოეულ მათგანს ახსოვდა, რომ სიზმრებს ხედავდა", - ამბობს ის.
"ეს ფაზა ჩაძინებიდან 5-10 წუთში მოდის. თუ შენ სწრაფად ჩაგეძინება - და ამაზე, მგონი, ყოველი ჩვენგანი ოცნებობს - ძილის ციკლის ამ ნაწილიდან ერთი მომენტის გახსენებასაც კი ვერ შეძლებ", - ურთავს სტიქგოლდი.
და რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, თუ ძალიან გვინდა, რომ სიზმრების დამახსოვრება შეგვეძლოს? უდაოდ, ყოველი ადამიანის ძილთან დაკავშირებული ჩვევები თავისებურია, მაგრამ არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელიც სიზმრების შენარჩუნებაში შეიძლება დაგვეხმაროს.
"სიზმრები გაღვიძებისთანავე საოცრად მყიფე და ეფემერულია და ჩვენ, რეალურად, ამის გამომწვევ მიზეზებზე ბევრი არაფერი ვიცით", - ამბობს სტიქგოლდი, - "თუ შენ იმ ტიპის ადამიანს განეკუთვნები, ვინც გაღვიძებისთანავე საწოლიდან წამოიჭრება და დღის დაგეგმვაზე იწყებს ფიქრს, სიზმრების გახსენებას ნამდვილად ვერ შეძლებ. სიზმრების მოსაგონებლად საუკეთესო დრო შაბათისა და კვირის უქმე დილაა, როცა ადგომამდე საწოლში ნებივრობის ფუფუნება გაქვს.
"კურსის განმავლობაში ჩემს სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, როდესაც გაიღვიძებთ, ეცადეთ, გაუნძრევლად იწვეთ და არც თვალები გაახილოთ; ცადეთ, რომ ბურანში ჩაიძიროთ და, ამავდროულად, სიზმარში ნანახის გახსენება დაიწყოთ-მეთქი. ამ დროს შენ, ფაქტობრივად, უკვე ნანახ სიზმარს გაღვიძების სტადიისას ხელახლა ავლებ თვალს და ამიტომ, უკვე ბოლომდე გამოღვიძებულს, ისევე გახსოვს ძილში განცდილი, როგორც სხვა, რეალურად მომხდარი ამბები".
სტიქგოლდისვე თქმით, სიზმრების გასახსენებლად კიდევ უფრო სარწმუნო გზებიც არსებობს. "მე ადამიანებს ვურჩევ, ძილის წინ სამი დიდი ჭიქა წყალი დალიონ; მაგრამ არა - ალკოჰოლი, რადგან ის, წყლისგან განსხვავებით, REM ფაზას ახშობს. ამის მერე შენ ღამის განმავლობაში სამი-ოთხჯერ მოგიწევს გაღვიძება, თანაც, მეტწილად, REM ციკლის დასასრულისას, რადგან ამისკენ ბუნებრივად ვართ მიდრეკილები".
გარდა ჩამოთვლილი ხრიკებისა, ძილის სხვა მკვლევარები ასევე გვირჩევენ, რომ ჩაძინებისას, უბრალოდ, ვუმეოროთ საკუთარ თავს, რომ სიზმრების დამახსოვრება გვინდა. სტიქგოლდი სიცილით აღნიშნავს: "ეს მართლაც მუშაობს. თუ შენ ამას გააკეთებ, უფრო და უფრო მეტი სიზმრის დამახსოვრებას შეძლებ. ეს ჰიპნოზივით მოქმედებს და ამართლებს კიდეც".
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები