სავარაუდო საპროცესო გარიგება და ზეწოლა პროკურატურიდან — სუსლიაკის ადვოკატი აუდიოჩანაწერს ავრცელებს
ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულის, იულია სუსლაკის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულის ქმარს პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და საპროცესო გარიგება შესთავაზეს. მისი თქმით, იულია სუსლიაკის ქმარზე ზეწოლა განახორციელს, რასაც ის გაასაჩივრებს.
On.ge-სთან საუბარში ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა, რომ სუსლიაკს რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდნენ და შესთავაზეს მის ცოლს ეღიარებინა ბავშვების გაყიდვის მცდელობა და სანაცვლოდ გამოუშვებდნენ. მისი თქმით, ჩანაწერი ბრალდებულის ქმრის თხოვნით გაასაჯაროა. ჩანაწერის ვერსიას რუსთავი 2 ავრცელებს.
სუსლიაკი: ვინ ხართ? თავი წარადგინეთ.
სავარაუდოდ, პროკურატურის წარმომადგენელი: არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვარ, შემოთავაზება მაქვს.
სუსლიაკი: გისმენთ.
სავარაუდოდ, პროკურატურის წარმომადგენელი: იური, გინდათ თქვენი ცოლი უკრაინაში გაფრინდეს?
სუსლიაკი: რა თქმა უნდა, მინდა.
სავარაუდოდ, პროკურატურის წარმომადგენელი: მე მაქვს, ჩვენ გთავაზობთ საპროცესო გარიგებაზე წასვლას.
სუსლიაკი: უკაცრავად, ეს რა არის?
სავარაუდოდ, პროკურატურის წარმომადგენელი: ეს ნიშნავს, რომ დანაშაულის ნაწილობრივ აღიარებას.
სუსლიაკი: რაში?
სავარაუდოდ, პროკურატურის წარმომადგენელი: მხოლოდ ბავშვების გაყიდვის მცდელობაში. და მორჩა, ამის შემდეგ ის უკვე შეძლებს უკრაინაში გაფრენას.
სუსლიაკი: კი, მაგრამ, ამისთვის ხომ პატიმრობას მიუსჯიან?
სავარაუდოდ, პროკურატურის წარმომადგენელი: არა, არა. პატიმრობა არ იქნება, იქნება ჯარიმა. ჯარიმა და ამის შემდეგ ის უკრაინაში გაფრენას შეძლებს.
სუსლიაკი: მაგრამ ახლა 20 რიცხვში მას სასამართლო სხდომა აქვსდა იმედი მაქვს, რომ გაამართლებენ. მათ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ.
სავარაუდოდ, პროკურატურის წარმომადგენელი: შეიძლება გაამართლონ, შეიძლება არა. გამოძიება შეიძლება გაგრძელდეს წელიწადნახევარი ან ორი წელი.
სუსლიაკი: ანუ, სასამართლო არ იქნება?
სავარაუდოდ, პროკურატურის წარმომადგენელი: სასამართლო იქნება. მაგრამ სასამართლო შეიძლება გაგრძელდეს წელიწადნახევარი, ორი წელი. შეიძლება გაგრძელდეს და გაგრძელდეს. შვილები თქვენს ცოლს უკვე დეიდას დაუძახებენ და არა დედას. ეს გინდათ?
სუსლიაკი: მაქვს დრო, რომ ცოლთან და ადვოკატთან მოვილაპარაკო?
სავარაუდოდ პროკურატურის წარმომადგენელი: დრო გაქვთ კი. მოილაპარაკეთ.
სუსლიაკი: და როგორ დაგიკავშირდეთ?
სავარაუდოდ პროკურატურის წარმომადგენელი: მე თავად დაგიკავშირდებით.
პროკურატურაში On.ge-ს განუცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, სუსლიაკს პროკურატურიდან ამ შეთავაზებით არავინ დაკავშირებია. აქამდე პირველი არხი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მის ქმარს, იური სუსლიაკს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა, რაზეც მან უარი თქვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი მოსკოვიდან საქართველოში 2019 წლის 8 აპრილს 10 ბავშვით ჩამოვიდა. ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საქართველომ 10-ვე ბავშვი უკრაინას გადასცა.
საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა.
შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას სასამართლოში აპირებს.
გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა. ის ციხეში 25 ივლისამდე დარჩება.
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
კომენტარები