სამზარეულოს 12 ნივთი Amazon-დან, რომელიც ნებისმიერ მცხობელს გააბედნიერებს
არ აქვს მნიშვნელობა, პროფესიონალი მცხობელი ხართ თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის იმზადებთ ტკბილეულს — ეს ნივთები ყველა შემთხვევაში გაგაბედნიერებთ. იხილეთ ყველაზე მოხერხებული, გამოსადეგი და იაფი ინსტრუმენტები Amazon.com-დან, რომლებიც თქვენი კრუასანების, ნაპოლეონების და სიგუას ნამცხვრების მომზადებას სასიამოვნო პროცესად აქცევს.
1. ფრანგული გასაბრტყელებელი ჯოხი (სახელურების გარეშე!)
გადაყარეთ სახელურებიანი ჯოხები! ფრანგული სტილის, სიგრძეში გამოყვანილი ჯოხით ბევრად უკეთ გააბრტყელებთ ცომს, რადგან ეს ფორმა, ჯოხზე დაწოლის და მიმართულების კონტროლის უფრო ზუსტ საშუალებას იძლევა. შეიძინეთ სულ რაღაც 9 დოლარად.
2. სილიკონის საცხობი საფენი, მიკვრის საწინააღმდეგოდ
შესანიშნავი საშუალება ორცხობილების და მსგავსი სასუსნავების გამოსაცხობად. ჩვეულებრივი დასაფენი ქაღალდებისგან განსხვავებით, ეს სილიკონის საფენი მრავალჯერადია, ირეცხება და, როგორც მწარმოებელი ამბობს, უკეთ ავრცელებს სიმხურვალეს მთელს ზედაპირზე. მისი ფასია 15-დან 25 დოლარამდე, ზომის მიხედვით.
3. თანაბრად გამოსაცხობი ზოლები
ხშირად, როდესაც ნამცხვრის ბისკვიტს მეტალის ყალიბში აცხობთ, კიდეები, გული და ზედაპირი არათანაბრად ცხვება ხოლმე. როგორც წესი, ბისკვიტის კიდეები ზედმეტად ხრაშუნა გამოდის, გული — რბილი და ზედაპირი — ამობურცული, რადგან კიდეები ზედმეტად ახლოსაა გაცხელებულ მეტალთან და სითბო არათანაბრად ნაწილდება. ხოლო თუ ეს ბისკვიტები ერთმანეთზე დასადებად მზადდება, ნამცხვარი ლამაზი და თანაბარი რომ გამოვიდეს, ამობურცულ ზედაპირს და ხრაშუნა კიდეებს დანით აჭრიან ხოლმე.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს სპეციალური ზოლები, რომელიც ორი ცალი 9 დოლარი ღირს და გამოყენება უმარტივესია: საჭიროა, უბრალოდ დაასველოთ ეს ზოლი წყალში და ღუმელში მოთავსებამდე, შემოახვიოთ მეტალის ყალიბს. სპეციალური ნივთიერებისგან დამზადებულ ზოლს ცეცხლი არ ეკიდება, ხოლო სინესტე, ტემპერატურას თანაბრად ანაწილებს და იდეალურ ბისკვიტს აცხობს, რომელსაც არც კიდეების მოჭრა ჭირდება და არც თავის გათანაბრება.
4. მარმარილოს საბრტყელებელი დაფა
ეს დაფა იდეალურია კრუასანების და სხვა ფენოვანი ნამცხვრების ცომისთვის. ასეთი ნამცხვრების ცომი, რაც შეიძლება ცივად უნდა იყოს გაბრტყელებისას, რათა კარაქი არ დარბილდეს და არ "გამოეყოს" ცომს. მარმარილოს ზედაპირი საუკეთესოდ ახერხებს ცომის ტემპერატურის შენარჩუნებას და თან, არც იკრავს. შეიძინეთ ეს დაფა 41 დოლარად, ოღონდ გაითვალისწინეთ ჩამოტანის საფასურიც — მარმარილოს დაფა საკმაოდ მძიმე იქნება. (ასევე, ამავე ბრენდის მარმარილოს საბრტყელებელი ჯოხიც იყიდება, თუმცა, სახელურები აქვს).
5. ქაფქეიქების გულის ამომღები
ქაფქეიქები ან მაფინები, გულში ცოცხალი ხილით ან ჯემებით, გემრიელთან ერთად ლამაზი და პროფესიონალური შესახედაობისაა. თუმცა, გულის კოვზით ან დანით ამოღება საწვალებელი და "სარისკო" პროცესია — ზედმეტად უხეშმა მოპყრობამ შეიძლება ნალოლიავები მაფინი ხელში ჩაგაფშვნიოთ. საბედნიეროდ, კაცობრიობამ შექმნა სპეციალური ხელსაწყო და იგი 7 დოლარი ღირს. დაადებთ ქაფქეიქს თავზე, რბილად დააწვებით, დაატრიალებთ და იდეალური ფორმის და ზომის "ხვრელი" მზადაა!
6. ღუმელში ლანგრის შემწევ-გამომწევი
ცხელ ღუმელში გავარვარებული ლანგრის (ან, მტრის ენაზე, "ჟარონის") შეწევა და გამოწევა ცხობის პროცესში ხშირად გვიწევს, მითუმეტეს, თუ ღუმელს შიდა განათება არ აქვს და ნამცხვრის მზაობის შემოწმება გვინდა. ამ პროცესში, ხელი ან მაჯა უმეტესობას ერთხელ მაინც დასწვია, როგორი სიფრთხილით და რა სისქის ხელთათმანებითაც არ უნდა ყოფილიყო შეიარაღებული. სილიკონისგან დამზადებული ეს ჯოხი კი, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ნამდვილი მისწრებაა. თან, სულ რაღაც 5 დოლარი ღირს.
7. ნამდვილი, ნატურალური ვანილის ექსტრაქტი
ვანილი, ნამცხვრების უმეტესობისთვის, ისეთივე განუყოფელი და მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, როგორიც ფქვილი ან კვერცხი. თუმცა, ძალიან ბევრი მცხობელი არ აქცევს ყურადღებას როგორ ვანილს ყიდულობს და არჩევანს დღემდე იმ 90-იანი წლების სიმბოლოდ ქცეულ ფხვიერ ვანილზე აკეთებს, გაურკვეველი წარმომავლობის პატარა ყვითელ პაკეტებში რომ იყიდება და მარწყვებიანი ტორტი ახატია.
ეს ექსტრაქტი კი, Nielsen-Massey-სგან, განსაკუთრებული არომატით და ნატურალური შემცველობით გამოირჩევა. იგი ბლანტი სითხის ფორმით იყიდება და ამ კომპანიის ექსკლუზიური, "ცივად ექსტრაქციის" მეთოდით მზადდება. ფასიც საკმაოდ მისაღებია — 120-მილილიტრიანი ბოთლი 10 დოლარამდე ღირს.
8. ნამცხვრების კრემით მოსართავი წვერები და ჩანთები
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს (ან, თუ არ დაუდგენიათ, მალე დაადგენენ), რომ ლამაზად მორთული ნამცხვარი ორმაგად გემრიელია, ვიდრე — მახინჯად მორთული. კრემით "ხატვა" ნამდვილი ხელოვნებაა, თუმცა, სწორი ინსტრუმენტების ქონის შემთხვევაში, საკონდიტრო შედევრების შექმნა საკმაოდ მარტივია. Wilton-ის ბრენდი დიდი ხანია, Amazon-ის ბესტსელერია ამ სფეროში და მისი პროდუქტები ძალიან იაფია.
შეიძინეთ მოსართავი ჩანთის უნივერსალური 4 წვერი 7 დოლარად ან გაიმეტეთ ცოტა მეტი და 21 დოლარად 22-წვერიანი დიდი ნაკრები მოგივათ. ასევე, გირჩევთ ამავე ბრენდის კრემის ერთჯერად ჩანთებს, რომლის 12-ცალიანი შეკვრა სულ რაღაც 5 დოლარად იყიდება! ერთჯერადი ჩანთები ბევრად მარტივი მოსახმარია, ვიდრე — გასარეცხი, რომელიც, თუ შენახვამდე კარგად არ გაშრა, უხილავ და სუნიან ობს იკიდებს ხოლმე.
9. ღუმელის თერმომეტრი
პროფესიონალი მცხობელების მთავარი საიდუმლო უნდა გაგანდოთ: ღუმელთა უმეტესობა იტყუება! ძალიან ხშირად, ყველაზე ხარისხიანი და სანდო ბრენდების ღუმელებიც კი, ტემპერატურას არასწორად აყენებენ. როგორც წესი, ღუმელში 20-30 გრადუსით უფრო მაღალია ტემპერატურა, ვიდრე თქვენ დააყენეთ. ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის, გამოიყენეთ ეს სპეციალური თერმომეტრი, რომელიც შეგიძლიათ ღუმელში ჩამოკიდოთ, ყოველთვის იცოდეთ ზუსტი ტემპერატურა და ცხობის დროც შესაბამისად განსაზღვროთ. შეიძინეთ 7 დოლარად.
10. ელექტრონული სასწორი
ხშირად, დახელოვნებული მცხობელები ინგრედიენტების მოცულობას თვალის ზომით საზღვრავენ. მაგრამ ეს ნიჭი ყველას არ აქვს, რეცეპტის მითითებების ზედმიწევნით დაცვა კი, აუცილებელია, რადგან ზოგიერთი "სათუთი" ნამცხვრის გემო, შეიძლება ოდნავ მეტმა შაქარმაც კი გააფუჭოს. ასეთ დროს, ყველა სამზარეულს განსხვავებული ზომის "ჩაის ჭიქების" და "სუფრის კოვზების" იმედზე ყოფნის ნაცვლად, გამოიყენეთ ეს უზუსტესი ელექტრონული სასწორი, რომელიც ძალიან ლამაზია, საკონდიტრო საქმიანობის გარეთაც გამოდგება და სულ რაღაც 11 დოლარი ღირს.
11. გადასასმელი დანები
კრემის, შოკოლადის მინანქრის ან სხვა ბლანტი მასის თანაბრად გადასმა არც ისე მარტივი პროცესია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ნამცხვარი რთული ფორმისაა. სინჯეთ სპეციალურად ამისთვის შექმნილი დანები, რომლებსაც შეტეხილი სახელური და მომრგვალებული პირი აქვს, რათა უფრო მოხერხებულად მიწვდეთ ყველა ადგილს. სამი, სხვადასხვა ზომის დანის ნაკრები 16 დოლარად იყიდება.
12. საცხობ ჭურჭელზე მიკვრის საწინააღმდეგო სითხე
გამომცხვარი ცომი რომ მეტალის ტაფებს და ყალიბებს არ მიეკრას, ამისთვის ყველამ იცის ძველისძველი მეთოდი — ჭურჭლის შიდა მხარეს ცხიმის წასმა და ზედ ფქვილის დაყრა. თუმცა, მსგავსი წვალების ნაცვლად, სინჯეთ კვლავ Wilton-ის ბრენდის სპეციალური სითხე. დაასხით ცოტაოდენი სითხე ჭურჭელში და გაანაწილეთ თხლად მთელს შიდა ზედაპირზე. გამომცხვარი მასა ყოველგვარი ზედმეტი წვალების გარეშე "ამოვარდება". 240-მილილიტრიანი ბოთლი 7 დოლარი ღირს და, როგორც მწარმოებელი ამბობს, 17 გამოცხობას ეყოფა.
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
კომენტარები