საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა იმართება
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა იმართება. 13 ივნისის შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის დეპუტატები, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ცესკოს წარმომადგენლები და სხვა.
შეხვედრის დაწყების წინ ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. ევროპულმა საქართველომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უკვე დატოვა.
"თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ განახორციელოს კოსმეტიკური, ფასადური ცვლილებები, ამოიღოს ეუთოს დასკვნიდან რამდენიმე რეკომენდაცია და მიიღოს მხოლოდ ის, რაც მას აწყობს, ბუნებრივია, ეს იქნება ფარსი, რომელში სავარაუდოდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ შეჰყვება", — განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ.
სამთავრობო გუნდში ამბობენ, რომ შეხვედრის პირველსავე დღეს ოპოზიციამ ულტიმატუმის ენით არ უნდა ისაუბროს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, კონსენსუსის მიღწევა ორივე მხარის ინტერესი უნდა იყოს:
"ჯერ მაშინაც კი, როცა არ იციან დღის წესრიგი, როგორი თანმიმდევრობით უნდა ვიმსჯელოთ, ამიტომ ეს მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გარკვეულ პირებს აქვთ სურვილი, დასაწყისშივე მოახდინონ ამ პროცესის დისკრედიტაცია".
2020 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ განხილვის საგანი უნდა იყო პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები.
შეხვედრის გამართვამდე ორი დღით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას სასამართლო სისტემაზე, სამართლიან არჩევნებსა და ანაკლიის პორტზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მან მოუწოდა საქართველოს, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები უზრუნველყოს. პომპეოს განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმსჯელებენ.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები