წაგებული არჩევნების შემდეგ ახალი დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ — კობახიძე 300 000 ხელმოწერაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის კანონპროექტს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ, პარლამენტი განიხილავს, რადგან ამის ვალდებულება აქვთ. საქმე ეხება 20 ოპოზიციური პარტიის მოთხოვნას შევიდეს ცვლილება კონსტიტუციაში და 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. პარტიებმა 300 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვისაა საჭირო და პარლამენტს მიმართეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტს კანონის დონეზე აქვს ვალდებულება გაეცნოს ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელსაც 300 000-ზე მეტი ხელმოწერა ახლავს. მას განმარტა, რომ საკითხი საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში არ განიხილება.
"როცა გროვდება ხელმოწერები, პარლამენტი არა მხოლოდ პასუხისმგებელია, არამედ ვალდებულია, განიხილოს", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას ახალი დღის წესრიგის შექმნას ცდილობს წაგებული არჩევნების შემდეგ. მისივე განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობა აზრს არ შეიცვლის და პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავლენ.
"ოპოზიციას პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა უნდა და წაგებული არჩევნების შემდეგ აქვს კრიზისი. ამ კრიზისის დაძლევისთვის საკუთარი დღის წესრიგის შექმნა სჭირდებათ და ამის კარგი საშუალება ახალი თემის წინ წამოწევაა", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას ორჯერ შესთავაზეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, თუმცა უარი მიიღეს.
"ორჯერ შესთავაზა ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას 2020 წლისთვის ამ სისტემის ამოქმედება. მაშინ, 2016 წლამდე, პარლამენტის თავმჯდომარე იყო დავით უსუფაშვილი. მან გააჟღერა წინადადება, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარებულიყო შერეული სისტემით და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით, რაზეც ოპოზიციამ უარი თქვა. როცა საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა მუშაობა 2020 წლიდან შევთავაზეთ ოპოზიციას პროპორციული სისტემის ამოქმედება. საბაბი სჭირდებოდათ, რომ საკონსტიტუციო რეფორმისთვის მხარი არ დაეჭირათ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარული წესით და ყველა მომდევნო პროპორციულით "იდეალურიც კია". ის იმედს იტოვებს, რომ 2024 წლისთვის დემოკრატიული და პოლიტიკური კულტურა გაიზრდება და მზად იქნებიან პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის.
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
კომენტარები