"გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!" — გურული მოჯირითის სახე ნიუ-იორკულ მურალზე
მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. კედლის მხატვრობა "თავისუფლების ფერების" სერიის ნაწილია და გასულ წელს, ბრაზილიელმა მურალისტმა, ედუარდო კობრამ დახატა. მურალი მონუმენტურია და იმიგრანტების სახეები 800 კვადრატულ მეტრზეა დახატული.
ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური კედლის მხატვრობაზე, მკვლევარმა ირაკლი მახარაძემ, გურული მხედრის, მშვიდობაძის სახე ამოიცნო.
ირაკლი მახარძე, ამერიკაში გურული მოჯირითეების ისტორიას უკვე 20 წელია იკვლევს და ამ თემაზე უამრავი დოკუმენტური მასალა მოიძია. მკვლევარი ამბობს, რომ გურულ მოჯირითეებზე, რომელთაგან ბევრი თბილისშიც კი არ იყო ნამყოფი, დასავლეთმა და ყველაზე მეტად კი ამერიკამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.
"გურული მოჯირითეების თავგადასავალი ბავშვობიდანვე მიტაცებდა, განსაკუთრებით, როცა მოხუცები ყვებოდნენ ამის შესახებ: 'ბიძია, გურულებმა ამერიკა სუნთლა გადარიენ მარა, თვითონაც გადარეულები ჩამევიდნენ', მაგრამ სერიოზულად ამ თემაზე მუშაობა, დაახლოებით, 20 წელია რაც დავიწყე. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ახალი მასალა შევიძინე როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის არქივებსა და მუზეუმებში", — ამბობს ირაკლი მხარაძე.
გურულების დასავლური დიდება
ირაკლი მახარაძის მიერ მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პირველად გურულები ევროპაში, კერძოდ კი ინგლისში 1892 წელს მოხვდნენ. ცნობილი ამერიკელი შოუმენის ბაფალო ბილ ქოუდის წყალობით, რომელიც მთელ მსოფლიოში ეძებდა გამოცდილ ცხენოსნებს. რუსეთის იმპერიაში მისმა წარგზავნილებმა მხოლოდ გურული მხედრები შეარჩიეს. მკვლევარის ცნობით, გურული მოჯირითეები აშშ-ში 1893 წელს ჩამოვიდნენ. გურულები "რუსი კაზაკების" სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილის წარმოდგენებში და ცირკებისა და შოუების არენებზე.
ისტორიულ წყაროებში ე.წ. რუსი კაზაკების, იგივე ქართველი მხედრების შესახებ უამრავი დოკუმენტია შემონახული. მკვლევარი ამბობს, რომ ამერიკელებს ქართველი მხედრების სახელების გამოთქმა უჭირდათ, ამიტომ ისინი სანახაობებში, ძირითადად, გამოგონილი სახელებით მონაწილეობდნენ.
"მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ბევრ ისტორიულ წყაროში ისინი "კაზაკებად" არიან მიჩნეულნი, ეს შეცდომა ნელ-ნელა სწორდება: ამერიკის რამდენიმე მუზეუმში მივაღწიე იმას, რომ ფოტოების აღმნიშვნელ წარწერებზე რუსების ნაცვლად, ქართველები დაეწერათ. თანამედროვე ამერიკულ საისტორიო წიგნებში (მაგ. Louis S. Warren Buffalo Bill’s America William Cody and the Wild West Show, 2006, Tom F. Cunningham Your Fathers the Ghosts Buffalo Bill’s Wild West in Scotland, 2007, Steve Frisen Buffalo Bill Scout, Showman, Visionary, 2010) უკვე მითითებულია, რომ მხედრები კაზაკები კი არა, არამედ ქართველი მოჯირითეები იყვნენ, საქართველოს დასავლეთ ნაწილიდან", — ამბობს ამერიკის ხმასთან საუბრისას ირაკლი მახარაძე.
მკვლევარი ამბობს, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბოლშევიკებმა გურულებს დასავლეთისაკენ გზა გადაუკეტეს. ვინც საზღვრის იქითა მხარეს იმყოფებოდა, უკან აღარ ისურვა დაბრუნება და დროთა განმავლობაში ამერიკელებში აითქვიფა. კარგი დღე არ დაადგათ სამშობლოში დაბრუნებულ მოჯირითეებს. ბოლშევიკებმა ბევრი დააპატიმრეს, ზოგი გადაასახლეს — ამერიკის "შპიონი" ხარო. მხედრები თავისი და ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად თავისივე ხელით ანადგურებდნენ და წვავდნენ ფსევდომამხილებელ მასალებს, ფოტოებს, წერილებს... ამის გამო, გურულების ფოტოები, უამრავი მასალა სამუდამოდ დაიკარგა.
ედუარდო კობრას ნამუშევარი, დიდი პროექტის ერთი ნაწილია. პროექტი "ელის ალიენდიზე" განთავსებულ იმიგრაციის მუზეუმთან თანამშრომლობით განხორხციელდა. "ელის აილენდი" ეს არის კუნძული, რომლის გავლითაც აშშ-ში 12 მილიონზე მეტი იმიგრანტი ჩამოვიდა. ელისის კუნძულზე საიმიგრაციო სამსახური 1892 წელს გაიხსნა და 62 წლის განმავლობაში, დღეში საშუალოდ, 5 000 იმიგრანტს იღებდა. მათ შორის იყვნენ ქართველი იმიგრანტებიც.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები