გალაქტიკის ყველაზე მარტოსული ვარსკვლავები
ზოგიერთ ვარსკვლავს გარშემომყოფი ციური სხეულებისგან სრულიად განსხვავებული ისტორია აქვს.
ჩვენ, ყველანი, ვარსკვლავთა მატერიისგან ვართ შექმნილები, როგორც ეს კარლ სეიგანმა გვითხრა. პირველი ვარსკვლავები მილიარდობით წლის წინათ სიცივისა და პრიმორდიალური გაზისგან აელვარდნენ ბნელ სამყაროში. ვარსკვლავები იქამდე გიზგიზებდნენ, სანამ წარმოუდგენელი სიძლიერით არ აფეთქდნენ და შედეგად მათგან მძიმე ქიმიური ელემენტები არ გამოიწრთო. ეს პროცესი მთელ კოსმოსში მრავალჯერ განმეორდა. ახალმა ელემენტებმა გზა ჯერ სხვა ვარსკვლავებამდე, შემდეგ პლანეტებამდე და, საბოლოოდ, სიცოცხლემდეც გაიკვლიეს.
ეს საოცარი კოსმოსური ამბავია, მოვლენათა დრამატული განვითარებით; ზოგიერთმა ვარსკვლავურმა მტვერმა ცნობიერ არსებად გადაქცევა, საკუთარი ისტორიის დაწერა და ამ ისტორიიდან დაგროვილი ცოდნის ვარსკვლავებისვე უკეთ გასაგებად გამოყენება შეძლო.
უფრო მეტიც, ასტრონომები ვარსკვლავებს უკვე ისე კარგად იცნობენ, რომ მათ შორის გზააბნეულთა გარჩევაც შეუძლიათ — საქმე ისაა, რომ ზოგიერთი ვარსკვლავი ჩვენსაში სრულიად სხვა გალაქტიკიდან არის გადმოსახლებული.
ასტრონომები დღესდღეობით ახლო და შორი ვარსკვლავების — იქნება ეს ჩვენი საკუთარი მზე თუ სინათლის ყველაზე შორეული წერტილი — ქიმიურ შემადგენლობას სწავლობენ. ისინი ამას სპექტროსკოპიის გზით აკეთებენ; ეს მეთოდი იმაზე გაცილებით საინტერესოა, ვიდრე მისი კლინიკური სახელწოდება მიგვანიშნებს. ასტრონომები ვარსკვლავთა ტელესკოპების მიერ შთანთქმულ და შეგროვებულ სინათლეს შემადგენელ ხაზებად შლიან; აი, ისე, როგორც შუშის პრიზმაში გატარებული სინათლე ცისარტყელას ფერებად იტეხება ხოლმე. თითოეული ხაზი სხვადასხვა ელემენტს შეესაბამება — დაწყებული წყალბადისა და ჰელიუმის მსგავსი მსუბუქი და დამთავრებული ოქროსა და პლატინას მსგავსი მძიმე ნივთიერებებით.
ზოგიერთ ვარსკვლავს თავისი მეზობლებისგან სრულიად განსხვავებული შემადგენლობა აქვს. ასეთ ვარსკვლავთაგან რამდენიმე ჩვენს გალაქტიკაშიცაა, მათ შორის ერთი იაპონიაში დაფუძნებულმა მეცნიერთა ჯგუფმა, მეორე კი საერთაშორისო გუნდმა ახლახანს აღმოაჩინეს. ამ ვარსკვლავების ქიმიური შემადგენლობა და ელემენტთა თანაფარდობა მათ ირმის ნახტომში არსებულ ათობით მილიარდი ვარსკვლავისგან გამოარჩევს.
ირმის ნახტომში არსებულ ვარსკვლავებს ერთმანეთის მსგავსი ქიმიური შემადგენლობა აქვთ, რადგან ისინი იმ გაზის ღრუბლებისგან წარმოიქმნენ, რომლებიც, თავის მხრივ, სუპერნოვას სახელით ცნობილი ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებებისგან გამოტყორცნილი ელემენტების ნაზავს წარმოადგენდნენ. "ვარსკვლავები გაზისგან ფორმირდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის ნაერთი რომელიც გაზში იყო, ვარსკვლავის ნაწილი ხდება", — ამბობს ანა ფრებელი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასტრონომი, რომელმაც ზემოთხსნებული მოხეტიალე ტიპის ვარსკვლავები აღმოაჩინა და შეისწავლა, — "ეს იმ გენებს ჰგავს, თაობიდან თაობას რომ გადაეცემა".
ჩვენს გალაქტიკაში შემოხეტებულ ვარსკვლავთა ქიმიური შემადგენლობის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი არც თუ ისე ბევრი ვარსკვლავური აფეთქების ზონაში წარმოიქმნენ. ასტრონომებისთვის ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ეს ვარსკვლავები ერთ დროს სულ სხვაგან ციმციმებდნენ.
როგორაა ეს შესაძლებელი? ირმის ნახტომი, ბევრი გალაქტიკის მსგავსად, სხვა, უფრო პატარა გალაქტიკებითაა გარშემორტყმული. "ზუსტად ისე, როგორც დედამიწას აქვს ხელოვნური და ბუნებრივი თანამგზავრები — ადამიანის მიერ შექმნილი სატელიტები და მთვარე — ასევე, ჩვენს გალაქტიკასაც აქვს თავისი თანამგზავრები", — ამბობს მერიონ დირიქსი, ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის პოსტდოქტორანტი მკვლევარი, — "ისინი პერიოდულად ჩვენს გალაქტიკაში იჭრებიან".
როდესაც გრავიტაციული ძალები გალაქტიკებსა და მათ შიგთავსებს ირმის ნახტომისკენ ექაჩება, ამ უკანასკნელს მათი მიერთება დიდად არ უჭირს ხოლმე. "ჩვენი გალაქტიკა პატარა გალაქტიკების შეჯახებისა და შერწყმის საფუძველზე შეიქმნა", — ამბობს დუგლას ბუბერტი, ოქსფორდის მაგდალენის კოლეჯის უმცროსი მკვლევარი, — "უძველესი ვარსკვლავები, რომლებიც დღეს ირმის ნახტომის გარშემო ბრუნავენ, ყველანი წინამორბედ გალაქტიკებში დაიბადნენ".
როდესაც გალაქტიკები ერთმანეთს ერწყმიან, ვარსკვლავები ახალ ორბიტებზე მკვიდრდებიან. პლანეტებისა და თანამგზავრების შემთხვევაშიც იგივე ხდება. ეს პროცესი მილიონობით წლის განმავლობაში ვითარდება და იმდენად ნელია, რომ რომელიმე პლანეტის მკვიდრებს, მსგავსი მოვლენების გააზრება რომც შეძლებოდათ, კოსმიური შერწყმის შესახებ ამ პროცესის დაწყებიდან მხოლოდ მილიონი წლის შემდეგ თუ გაიგებდნენ. "ჩვენ სულ გვგონია, რომ კოსმოსში ყველაფერი სტატიკურია, თუმცა ეს ასე საერთოდ არაა", — ამბობს ფრებელი.
ასტრონომები სპექტროსკოპიას ჩვენ გარშემო სატელიტურ გალაქტიკებში არსებული მოხეტიალე ვარსკვლავების საპოვნელადაც იყენებენ. 2011 წელს მათ აღმოაჩინეს, რომ მაგელანის დიდ ნისლეულში არსებულ ვარსკვლავთა ხუთი პროცენტის შემადგენლობა სხვა ვარსკვლავებისას არ ემთხვეოდა. სანაცვლოდ, ისინი მახლობლად მდებარე მაგელანის პატარა ნისლეულში არსებულ ვარსკვლავებს ჰგავდნენ. როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ისინი უფრო დიდმა ნისლეულმა მიიტაცა.
ასტრონომები ამბობენ, რომ ჩვენს გალაქტიკაშიც მრავალი მსგავსი ვარსკვლავია, თუმცა მათი პოვნა რთულია. ისინი ირმის ნახტომის განაპირა ორბიტებზე მოძრაობენ; სანამ მათი სინათლე დედამიწაზე არსებულ ტელესკოპებამდე მოაღწევს, ის უკვე წარმოუდგენლად მკრთალია. "ახლანდელი ტექნოლოგია მათი ინდენტიფიცირებისთვის სისტემატური კამპანიის წარმოების საშუალებას არ იძლევა", — ამბობს დირიქსი, — "შენ თითო ჯერზე მხოლოდ ერთი კანდიდატის პოვნა და მასზე თანმიმდევრულად დაკვირვება და დეტალური დახასიათება შეგიძლია, ბევრ ვარსკვლავზე მსგავსი კვლევის ჩატარებას კი ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა".
დირიქსი გვთავაზობს, ეს ვარსკვლავები კოსმოსში ირმის ნახტომის ადგილმდებარეობის უკეთ გასააზრებლად გამოვიყენოთ. ჩვენს გალაქტიკას დანარჩენი სამყაროსგან კოსმოსის უშველებელი სივრცეები კი აშორებს, მაგრამ ეს მანძილი არც ისე გადაულახავია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
"შესაძლოა, ასტონომიაში სიღრმისეულად ჩაუხედავი ადამიანისთვის უფრო საინტერესო იყოს, რომ ჩვენი გალაქტიკა მიუსაფარ, ბნელ და ცარიელ სივრცეში ეულად გამოკიდებული კი არ წარმოიდგინოს, არამედ ისეთი ათეულობით გალაქტიკით გარშემორტყმული დაინახოს, რომლებიც ყველა შესაძლო ტრაექტორიით მოძრაობენ და შიგადაშიგ ჩვენი მიმართულებითაც ერევათ ხოლმე გზა", — ამბობს ის, — "მათ წვლილი ნამდვილად შეაქვთ ჩვენი ირმის ნახტომის მშენებლობაში".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები