რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ითხოვენ, საქმის გამოძიება გახანგრძლივდეს
რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რუსთავი 2-ის საქმის გამოძიების ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ. მათი თქმით, 16 ივნისს 15 წელი გადის და იწურება საქმის ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც სამართლებრივი დავა ვეღარ გაგრძელდება.
"ვერავენ გვაძლევს პასუხს კითხვაზე, რატომ გახდა შეუძლებელი, ბრალი წარედგინათ დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის მაშინ, როდესაც მათი ვინაობა ცნობილია და ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ცნობილი ვართ დაზარალებულებად", — ნათქვამია განცხადებაში.
დამფუძნებლების განცხადებით, ეს საქმე თავისი მნიშვნელობით სცდება ერთი კონკრეტული ტელევიზიის ბედს:
"ამბავი ასეთია — 2004 წელს ხელისუფლებაში მოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ, ყაჩაღობის წესების სრული დაცვით, გამოსძალა რუსთავი 2 მის დამფუძნებლებს და კანონიერ მფლობელებს. ამ დანაშაულებრივი აქტით მაშინდელმა მთავრობამ და დღევანდელმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ფეხქვეშ გათელა მის მიერვე დეკლარირებული ყველა დემოკრატიული ფასეულობა, მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების უფლება და უბრალოდ, მოქალაქის უფლება, იყოს ძალადობისა და დამცირებისგან დაცული".
დამფუძნებლენი ასევე წერენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება შემჩნეულია არაკეთილსინდისიერ ქმედებაში მედიის კონტროლის სურვილთან დაკავშირებით:
"კარგად გვესმის, რომ რუსთავი 2-ის საქმეში დღევანდელი სტატუს-კვოს ცვლილება ბევრ ეჭვს დაბადებს. აქედან გამომდინარე, ხაზგასმით ვითხოვთ არა საკითხის დღეს გადაწყვეტას და ჭეშმარიტების დღესვე დადგენას, არამედ იმას, რომ გახანგრძლივდეს გამოძიების ვადა, რათა არ დავკარგოთ შანსი, მომავალში მაინც გაირკვეს, რა მოხდა 2004 წელს და როგორ აღმოჩნდა ეს ტელევიზია პოლიტიკური ძალების მფლობელობაში".
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე მოუწოდებენ საქართველოს საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურას, იუსტიციის მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს, პარლამენტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ დაუშვან რუსთავი 2-ის საქმის გამოუძიებლობა:
"წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმაზე დიდი დანაშაული იქნება, ვიდრე ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა 2004 წელს".
დამფუძნებლების განცხადებით, ქართული ოცნების მთავრობამ ყველაფერი იღონა, რათა ტელევიზია დამფუძნებლებს არ დაბრუნებოდათ:
"აქ ლაპარაკია არა ბიუროკრატიულ გულგრილობაზე, არამედ, გავლენის ბერკეტების და ძალაუფლების სრული მობილიზაციით, მიზანმიმართულ ძალისხმევაზე".
რუსთავი 2-ის საქმე
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა და ყოფილმა მფლობელებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ 2012 წელს დაიწყეს სამართლებრივ ბრძოლას რუსთავი2-ის 60 პროცენტიანი წილის სასამართლოს გზით დაბრუნებისთვის.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 1994 წელის 4 მარტს, შპს შპს საინფორმაციო-სარეკლამო სააგენტო გამა პლიუსის სახელით ჯარჯი აქიმიძემ, დავით დვალმა და ეროსი კიწმარიშვილმა დააფუძნეს. მას მერე კომპანიის მფლობელები დაახლოებით 20-ჯერ შეიცვალნენ. კომპანიის მფლობელები სხვადასხვა დროს სატელეკომუნიკაციო კომპანია ბილაინისა და საქართველოს მთავრობასთან დაახლოებული პირები იყვნენ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები