ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული დარბაზი ირლანდიური პოეზიის საღამოს უმასპინძლებს
14 ივნისს, 18:30 საათზე ქართულ-ირლანდიური ცენტრი (ნანა შალამბერიძე) და ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი გიწვევთ ბლუმსდეის საერთაშორისო ფესტივალისადმი მიძღვნილ საღამოზე "ირლანდიური პოეზია".
მკითხველების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება ჯეიმზ ჯოისის, უილიამ იეიტსის, ჰინის მულვიჰილის და სხვა ირლანდიელი პოეტების შემოქმედება. ფესტივალს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. მესამე წელია, ამ დღეს ეროვნული ბიბლიოთეკაც სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება.
ყოველი წლის 11-16 ივნისს, ირლანდიური პოეზიისა და ლიტერატურის მოყვარულები დიდ ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობენ, რომელიც ორი სახელოვანი ირლანდიელის, პოეტის უილიამ იეტსისა და მწერალ ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებას უკავშირდება. როგორც ვიცით, "ულისეს" პირველი თარგმანი ნიკო ყიასაშვილს ეკუთვნის. ხშირად, ნაწარმოების პირველი ნაწილი მკითხველს სრული თარგმანი ეგონა, მისი მეორე ნაწილი კი ”მნათობში” იბეჭდებოდა. ნიკო ყიასაშვილის თარგმანი შეავსო და მოამზადა მაია ყიასაშვილმა. ”ულისეს” სრული გამოცემა ქართველმა მკითხველმა 2002 წელს იხილა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
13 ივნისი გამოჩენილი მწერლისა და პოეტის, დრამატურგისა და მოაზროვნის, ნობელიანტის, უილიამ ბატლერ იეიტსის დაბადების დღეა. იეიტსი პირველი ირლანდიელია, რომელიც ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. ამიტომაც, ცნობილი ფესტივალი "ბლუმსდეი" 11ივნისს იწყება და 16 ივნისს, "ულისეს" კითხვით, საზეიმოდ სრულდება.
16 ივნისი ჯეიმზ ჯოისის მოყვარულებისთვის დიდი დღეა, Bloomsday, რომელიც პირველად 1904 წელს აღინიშნა. მოგეხსენებათ, სწორედ ამ დღეს დაიწყო მისი რომანის პერსონაჟის, ლეოპოლდ ბლუმის მოგზაურობა. დღეს ამ თარიღს მთელს მსოფლიოში "ულისეს" კითხვის საჯარო სეანსებით, ირლანდიელი შემოქმედების გაცნობით, მათ შორის, ინტერნეტლექციებითა და ლიტერატურული შეხვედრებით აღნიშნავენ. ამ დღეს, მწერლები დუბლინსაც სტუმრობენ და ლეოპოლდ ბლუმის მარშრუტს პირადი გამოცდილებით ეცნობიან. ნაწარმოებში იმდენად დეტალურად არის აღწერილი ირლანდიის დედაქალაქი, რომ დანგრევის შემთხვევაში, მისი აღდგენა ამ წიგნის მიხედვით შეიძლება. ბლუმსდეის აღსანიშნავად, მსოფლიოში ხუთთვიანი ფესტივალიც გაიმართა.
საღამო გაიმართება ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. დასწრება და მონაწილეობა მსურველებისთვის თავისუფალია!
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
კომენტარები