რა ცვლილებებია 2019 წლის ეროვნულ გამოცდებში
ივლისი ეროვნული გამოცდების თვეა. ზაფხულის ცხელ დღეებში საგამოცდო ცენტრებთან აბიტურიენტებისა და მათი გულშემატკივრების რიგები დგება. სიცხისგან გადაღლილები მარაოს ან რვეულებს ინიავებენ, დიდი ოდენობით წყალს სვამენ, თუმცა გამოცდაზე შესულებს ბოლო წუთამდე ელოდებიან. საგამოცდო ტემპერატურა განსაკუთრებით მაშინ იწევს, თუ ტესტების ფორმატში ცვლილებებია. ამ მხრივ არც 2019 წელია გამონაკლისი.
ცვლილებები 2019 წლის ეროვნულ გამოცდებში
2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას შეეხება, ესენია:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- ლიტერატურა;
- გეოგრაფია;
- უცხოური ენები.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ცვლილებების მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა
ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში მხოლოდ 3 დავალება იქნება:
- ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა);
- არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა);
- მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა).
წინა წლისგან განსხვავებით, 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15 ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70 ქულიანი და არა 80 ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო.
ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.
უცხოური ენების გამოცდა
- უცხოური ენების ტესტიდან ამოღებულია ერთ-ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით;
- საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო;
- შესაბამისად, საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).
ლიტერატურის გამოცდა
- ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი, სადაც მაქსიმალური ქულა 400-ის ნაცვლად 30 იქნება;
- მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა იქნება 30 ნაცვლად 25-ისა;
- საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 70 და არა 80, როგორც ეს წინა წლებში იყო;
- ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც — 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება 4 საათი.
გეოგრაფიის გამოცდა
- გეოგრაფიის ტესტში გაიზრდება ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე;
- შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4 ქულიანი ღია დავალებების ბლოკი;
- ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი;
- ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა.
აბიტურიენტებს გამოცდაზე კვლავინდებურად დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს A3 ფორმატის ფიზიკური რუკები და შესაბამისი დავალებისათვის გათვალისწინებული ტოპოგრაფიული რუკები. 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სხვა ტიპის სიახლე არ იგეგმება.
ასევე სიახლეა, რომ 2019 წლიდან ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევისას, ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერ გადალახვის) ან ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.
2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 41 000-მდე აბიტურიენტი აბარებს. საერთო სამაგისტრო გამოცდას 12 000-მდე კანდიდატი აბარებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი 4 600-მდე სტუდენტი გადის.
და ბოლოს, ბონუსი მათთვის, ვინც სტატია ბოლომდე წაიკითხა...
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილი იქნება გაგრილების სისტემებით.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები