პატივს ვცემთ თბილისი პრაიდს, მაგრამ ღირსების მარშს არ ვუერთდებით — ტრანსგენდერი ადამიანები
ტრანსგენდერი ადამიანები თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს არ უერთდებიან. ამის შესახებ თემის წევრმა, გაბრიელამ პრაიმტაიმის პრესკლუბში ისაუბრა.
მისი თქმით, ისინი პატივს სცემენ თბილისი პრაიდსა და მათი ორგანიზატორების სულისკვეთებას და მოუწოდებენ მათ, ტრანსგენდერი ადამიანების ეს გადაწყვეტილება "მტრულად არ მიიღონ". მისივე თქმით, უარს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ამბობენ.
"ლგბტქ აქტივისტებთან ერთად ვიყავით და ვიქნებით უთანასწორობასთან ბრძოლაში, ვიდექით და დავდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვინც იბრძვის თემის ხილვადობის გაზრდისა და უფლებების დასაცავად. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვთვლით, რომ პრაიდზე გასვლა თუ არ გასვლა, ვერ შეგვიმსუბუქებს იმ რთულ მდგომარეობასა და დაუცველობის შეგრძნებას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს", — აცხადებს გაბრიელა.
ტრანსგენდერი ადამიანები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ივნისის თვეში მათზე გახშირებული თავდასხმების გამო დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და მათი უსაფრთხოება დაიცვან.
"2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ მივიჩნიეთ, რომ თემის წევრებზე თავდასხმები გახშირდებოდა და ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, მაგრამ პრაიდის დაანონსების შემდეგ თავდასხმები სექსსამუშაოში ჩართულ ქალებზე სისტემატიური ხასიათი მიიღო", — ამბობს გაბრიელა.
თბილისი პრაიდის კვირეული 18-დან 23 ივნისის ჩათვლით გაიმართება. კვირეული ღირსების მარშით დასრულდება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები