dedistraki.com და mamistraki.com — გირჩი სიტყვის თავისუფლების გადასარჩენად პროექტს იწყებს
გირჩმა სიტყვის თავისუფლების დაცვის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო. პარტიის ცნობით, იყიდეს ორი დომენი dedistraki.com და mamistraki.com, რომელიც რამდენიმე დღეში გაეშვება.
გირჩის ცნობით, ამ გვერდებზე განთავსდება იმ ადამიანების სია, ვინც გამოდის ინიციატივით ან რაიმე ფორმით მხარს უჭერენ სიტყვის თავისუფლებაზე სახელმწიფო ცენზურის დაწესებას. იქვე იქნება განთავსებული შესაბამისი ციტატები, რომლებითაც დადასტურდება მათი მსგავსი ზრახვები.
"ნებისმიერ ადამიანს, ვინც აცნობიერებს სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას, შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი გამოხატულების შეურაცხყოფა მიაყენოს ამ სიაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანებს", — აცხადებენ გირჩში.
გირჩის ცნობით, შეურაცხყოფებს მიიღებენ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, ვიდეო ან აუდიო ფორმატში: [email protected].
სია იქნება მუდმივად განახლებადი და ეს ვებგვერდი ყოველთვიურად გამოავლენს გამარჯვებულს ორ ნომინაციაში:
1. თვის საუკეთესო გინება (შეურაცხყოფა);
2. თავისუფლების თვის ყველაზე ნაგინები მტერი.
"ჩვენთვის სიტყვის თავისუფლება არის არა უბრალოდ ერთ-ერთი უფლება, არამედ მექანიზმი, რომლითაც ადამიანები ვარკვევთ სწორსა და არასწორს, ტყუილსა და მართალს, მექანიზმი, რომელმაც ადამიანებს მოგვცა ცივილიზაციის არსებული დონე და დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ცივილიზაციის გადარჩენასა და წინსვლაში", — ამბობენ გირჩში.
მათი განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში სწორედ სიტყვის თავისუფლება დადგა საფრთხის ქვეშ. მას ერჩის საპატრიარქო, პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი, ოცნების პარლამენტარები, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია და სხვები.
"ცილისწამების, შეურაცხყოფისა თუ ე.წ. "რელიგიური გრძნობების" შეურაცხყოფის დაუშვებლობაზე აპელირებით, ვიღაცებს განზრახული აქვთ შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში და ბოლო დღეებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს ამ მიმართულებით", — ნათქვამია გირჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური პარლამენტს მოუწოდებს დააჩქაროს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც სიძულვილის ენას, ომის პროპაგანდასა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვას კანონის დონეზე დაარეგულირებს.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები