შესწორებები — ჯონათან ფრენზენის დიდი ამერიკული რომანი ქართულ ენაზე
ჯონათან ფრენზენი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ცოცხალი კლასიკოსია. მისი ყველაზე ცნობილი წიგნი, შესწორებები კი, რომელიც 2001 წელს გამოვიდა, ბევრი გავლენიანი კრიტიკოსისა და გამოცემის აზრით, 21-ე საუკუნის საუკეთესო ტექსტს წარმოადგენს. ფრენზენი ქართულად პირველად ითარგმნა და იმედია, ამ ავტორს ქართველი მკითხველი სათანადოდ დააფასებს.
ჯონათან ფრენზენი 1959 წელს დაიბადა და 90-იან წლებში პირველი რომანები გამოსცა. როგორც თავად დღეს ამბობს, "ისინი არაფრად ვარგოდა" და საკუთარი "ნორმალური" რომანების ათვლას სწორედ შესწორებებიდან იწყებს. ფრენზენს კონტროვერსული გამოხტომები სჩვევია ხოლმე და მათ შორის, საკუთარი შემოქმედების შესახებაც არაერთხელ უხუმრია ცუდად. თუმცა, ეს თვითირონია მისი, როგორც ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაცაა.
2001 წლის შემოდგომაზე, შესწორებების გაყიდვაში გამოსვლა თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეებს დაემთხვა. სულ რამდენიმე დღის შემდეგ 11 სექტემბრის ტერაქტი მოხდა და წიგნისთვის აღარავის ცხელოდა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, შესწორებები ამერიკელმა მკითხველმა ტრაგედიის გამოგლოვების შემდეგ ახლებურად მიიღო. წიგნში წამოწეული საკითხები ამერიკელებმა ახლობლების დაკარგვის შედეგად გამოწვეული სტრესის ფონზე გადაიაზრეს და სწორედ ლამბერტების დისფუნქციური ოჯახის საგა აღმოჩნდა ის ისტორია, რომელთანაც ამერიკელმა მკითხველმა საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინა. შედეგად კი, წიგნი ბესტსელერი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ შესწორებები როგორც მოცულობით, ასევე მნიშვნელობით უდიდესი ნაწარმოებია, არსებობს ხუმრობაც, რომ ეს წიგნი — კითხულობს ხალხი მას თუ არა, ყველა ამერიკული ოჯახის თაროს ამშვენებს. რომანი 35-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ტირაჟით გაიყიდა. ჯონათან ფრენზენს "წიგნის ნაციონალური პრემია" და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პრიზი აქვს მიღებული.
თამარ ჯაფარიძის შესანიშნავი თარგმანი ამერიკული ლიტერატურის მოყვარულებს საშუალებას გვაძლევს, ეს ბრწყინვალე ტექსტი ქართულადაც წავიკითხოთ და შევიყვაროთ. შესწორებები სწორედ ის ნაწარმოებია, რომლის გამოც თამამად შეგვიძლია ვთქვათ — დიდი ამერიკული რომანის იდეა 21-ე საუკუნეშიც ცოცხლობს და სიკვდილს ჯერჯერობით არ აპირებს.
წიგნის შესახებ, გადაცემა შაბათის შუადღეში ქეთი დევდარიანმა ისაუბრა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები