ემზარ კვიციანი

15 Jun. 2019, 18:50

კურთხევა მიღებულია! მეტი რა უნდა გვითხრას მის უწმინდესობამ? თუ ლაჩარი ერი არ ვართ, გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც სიტუაცია მოითხოვს! სხვადასხვა ადგილებში შევიკრიბოთ და მცდელობა ქართული სულის გაუპატიურებისა აღვკვეთოთ ისე, როგორც ამას მოითხოვს ერისშვილობა! ლოცვით კი ეკლესია ილოცებს და ჩვენ ეროვნული სულისკვეთებით აღვაგვათ პირისაგან მიწისა პორნო რეკლამების წმიდა ადგილებში ჩვენების მსურველები! ძალოვნებო, ეს კურთხევა თქვენც გეხებათ, ვინც მართლმადიდებელი მრევლი ხართ! დიდება ღმერთს!!!

ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსიდან პარლამენტის დეპუტატი, ემზარ კვიციანი საპატრიარქოს განცხადებასთან და თბილისი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით Facebook-ზე წერს. საპატრიარქომ მთავრობას მოუწოდა, თბილისი პრაიდი არ დაუშვას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ