პრობლემა სიღარიბე და ოკუპაციაა — ბახტაძე გამოხატვის თავისუფლების შესახებ კითხვაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ საქართველოში სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია, ვიდრე ადამიანის უფლებები, რადგან მისივე თქმით, ეს უფლებები დაცულია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან თქვა, რომ დაძაბულობა, პირველ რიგში, რუსეთის ინტერესებში შედის, თუმცა ამაზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხი ერთია: "ვინც სამართლებრივი ჩარჩოდან გავა, კანონის წინაშე პასუხს აგებს".
"ეს შეიძლება შედიოდეს მხოლოდ იმ ძალების ინტერესებში, რომელსაც სურთ შემოიტანონ არეულობის განცდა საზოგადოებში, პირველ რიგში, რუსეთიდან, ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. პრობლემები და გამოწვევა, რაც არის ამ ქვეყანაში არის ოკუპაცია და სიღარიბე და სჯობს, მთელ საზოგადოებაში ვიყოთ ამ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული. საქართველოში არის გამოხატვის უფლება უზრუნველყოფილი ისევე, როგორც უზრუნველყოფილია უსაფრთხოება", — განაცხადა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული და ის, რომ რომელიმე ჯგუფს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდება, ხელოვნურად თავსმოხვეული საკითხია.
ვასაძის მუქარა ელჩს, პოლიციასა და ლგბტ პირებს
16 ივნისს ლევან ვასაძე თავის ორგანიზებულ "ნამდვილი კაცების" აქციაზე დაემუქრა თითქმის ყველას: სამართალდამცავებს, ლგბტ პირებს, ელჩს (არ დაუკონკრეტებია რომელს), უცხოელ სტუმრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ბიზნესმენი ღია ტრიბუნიდან, სამართალდამცავების გარემოცვაში მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისა და ძალადობისკენ მოუწოდებდა. მან აღნიშნა, რომ პოლიციას თუ არ "ეყოფა ჭკუა" და კორდონს ჩადგამს, მაშინ "სახალხო ლეგიონი" კორდონს კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს.
გარდა ამისა, სახალხო ლეგიონს ვასაძის თქმით, "ქამრით უნდა შეეკრა ხელები" და "ყური აეწია" ლგბტ პირებისთვის.
ვასაძე გამოსვლისას ამტკიცებდა იმასაც, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლის სავარაუდო მკვლელობაზე აქვს ინფორმაცია, რომელიც სურთ, მათ დააბრალონ. ის ამბობდა, რომ პრაიდისთვის ერთი პირის "მსხვერპლად შეწირვა" სურთ.
ამ განცხადებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დღეს დაიწყო.
14 ივნისის აქცია და კონტრაქცია
"ნამდვილ კაცთა" კრებას წინ უძღოდა კანცელარიასთან გამართული აქცია და კონტრაქცია, როცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა უფლება არ მისცეს თბილისი პრაიდის ორანიზატორებს წინასწარ დაგეგმილი აქცია ჩაეტრებინათ. კანცელარიასთან აქციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა სიძულვილის შემცველი, ღირსების შემლახავი და ჰომოფობიური განცხადებები. ისინი ამბობდნენ, რომ პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებდნენ. კონტრაქციის მონაწილეები აგინებდნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და ემუქრებოდნენ მათ.
პოლიციამ კონტრაქციის წევრების დაკავება ერთი საათის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად, მათ რამდენიმე ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ. მაგალითად, ნეტგაზეთის ჟურნალისტს სამართალდამცავების თვალწინ კონტრაქციის მონაწილემ წაართვა და დაუგდო კონტრაქციის მონაწილემ ტელეფონი. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტმა მოუწოდა პოლიციას რეაგირებისკენ, თუმცა უშედეგოდ. ასევე, პოლიციამ მოუწოდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გასცლოდა ტერიტორიას, როცა მას შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ მოტივით, რომ კონტრაქციის მონაწილეები "ღიზიანდებოდნენ".
ამავე მოტივით მოთხოვა ტერიტორიის დატოვება პოლიციამ ომბუდსმენის მოადგილესაც, რომელსაც კონტრაქციის მონაწილეები დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. დაგიმახსოვრებთ", "დაგერხა" იმუქრებოდნენ ისინი.
ასევე, ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ღიად აცხადებდა, რომ, თუ აქტივისტები არ დაიშლებოდნენ, ძალით გაიყვანდნენ. ეს განცხადება მან პოლიციის გარემოცვაში გაავრცელა. გარდა ამისა, აქციის დასასრულს, რამდენიმე პირი, რომელიც მისდევდა აქტივისტ ნატა ფერაძეს იძახდა "დაამტვრიეთ", "მოკალით". პოლიციამ აქ რამდენიმე პირი დააკავა,დაუმორჩილებლობისა და ფერაძეზე თავდასხმის მცდელობისთვის.
სულ კონტრაქციაზე 28 პირი დააკავეს. მათგან 21 იმავე დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს, 7 კი პატიმრობაში დატოვეს. მათგან სამს სასამართლომ 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
კონტრაქცია პარლამენტთან ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები იკრიბებობდნენ. ისინი საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებდნენ, რომლითაც სახელმწიფოს მოუწოდეს პრაიდი არ დაუშვას. აქტივისტები მთავრობას პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, მათ აქციის გამართვა კანცელარიის კიბეებზე მოუწიათ.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები