რა უნდა ვუთხრათ (და არ ვუთხრათ) მას, ვინც სუიციდით დაღუპულ ახლობელს გლოვობს
სუიციდი მისი მსხვერპლის ახლობლებს ბრაზს, დაბნეულობასა და დანაშაულის გრძნობას უტოვებს. ასეთ დროს მზრუნველობით შერჩეულ სიტყვებსაც კი შეუძლიათ ტკივილის მიყენება.
მწერალი და ჟურნალისტი გეილ ბრენდეისი თავის წიგნში, მცდარ დიაგნოზთა ხელოვნება: როგორ გადავურჩი დედაჩემის სუიციდს, საკუთარ გამოცდილებაზე გვიამბობს და საყვარელი ადამიანის თვითმკვლელობით გამოწვეულ რთულ მორალურ და ფსიქიკურ მდგომარეობას აღწერს.
როდესაც ველაპარაკებით ადამიანს, რომელიც ახლობლის თვითმკვლელობას გლოვობს, სწორი სიტყვების პოვნა ერთობ რთულია; ასეთ დროს ნებისმიერი ფრაზა უხერხულად ჟღერს და თითქოს ვერც გამიზნულ შედეგს აღწევს. სუიციდი ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს სიბრაზეს, დაბნეულობასა და დანაშაულის შეგრძნებას უტოვებს და კარგად შერჩეულმა სიტყვებმაც კი შეიძლება, ტკივილი გამოიწვიონ.
ამ საკითხზე მუშაობისას რჩევისთვის მინდენის სუიციდის პრევენციის ქსელის აღმასრულებელ დირექტორს, დები პოზნინს მივმართე. "არასოდეს თქვა, მესმის რასაც განიცდი, თუ მართლაც არ გადაგიტანია მსგავსი რამ", - მითხრა მან.
მისმა სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. 2009 წელს, დედაჩემის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ქმარმა მე და ჩვენი ახალდაბადებული შვილი მშობიარობის შემდეგ პირველ სამედიცინო შემოწმებაზე მიგვიყვანა. დედაჩემის სუიციდის ამბავი ჯერ კიდევ არ მქონდა კარგად გაცნობიერებული; ის ჩემი შვილის დაბადებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. ღამეების განმავლობაში არ მეძინა და საუბარიც მიჭირდა. ძალიან რთული აღმოჩნდა საკუთარი თავის დარწმუნება, სახლი დამეტოვებინა და შემოწმებაზე წავსულიყავი. ვგრძნობდი სხეულის თითოეული ნერვის ზღვარზე ყოფნას, თითქოს თავს ახალი უბედურებისთვის ვამზადებდი.
გინეკოლოგის სახლში მისმა ასისტენტმა მყუდრო გასასინჯ ოთახში შეგვიპატიჟა და სარწეველა სავარძლისკენ მიმითითა. დავჯექი თუ არა, ტირილი ვეღარ შევიკავე; ჩემი სხეული ცრემლებსა და რძეს ერთდროულად გამოყოფდა, მე კი სკამზე ვირწეოდი და ბავშვი მკერდში მთელი ძალით მყავდა ჩაკრული. ასისტენტმა ამოიოხრა და მითხრა, - "ზუსტად ვიცი, როგორც გრძნობთ თავს. გასულ კვირას ჩემს ყოფილს გულის შეტევა ჰქონდა". აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში არ ელაპარაკა მასთან. დედაჩემი კი თვითმკვლელობიდან რამდენიმე საათით ადრე მობილურიდან ბოლო ხმაზე მიყვიროდა.
შენ არ იცი, როგორ ვგრძნობ თავს. შენ ოდნავადაც ვერ ხვდები, რა დღეში ვარ, - ამ სიტყვების გონებაში უსასრულოდ გამეორება დავიწყე. იმ დროისათვის, როცა ოთახში გინეკოლოგი შემოვიდა, ჩემი დაწყნარება აღარავის შეეძლო.
პოზნინის სიტყვები დამეხმარა, მიმვხდარიყავი, იმ დღეს რა დამემართა - იმის მიუხედავად, რომ მესმოდა, გინეკოლოგის ასისტენტიც ძალიან განიცდიდა თავისი ყოფილის ამბავს და ჩემთან კავშირის დამყარებას ცდილობდა, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, სინამდვილეში რას ვგრძნობდი. იმ მომენტში ამ სულ ახლახანს თავსდამტყდარი ტრაგედიის პირისპირ სრულიად მარტოსულად ვიგრძენი თავი.
ნუ შერაცხავ თვითმკვლელობას ეგოისტობად და ნუ დააწესებ დროით საზღვრებს
"ნუ განსჯი სუიციდის ეთიკურობას და ნუ იტყვი, რომ ეს ეგოისტური არჩევანი, ცოდვა, სისუსტე ან ნდობის, სიყვარულისა თუ სიძლიერის ნაკლებობის შედეგი იყო", - ამბობს პოზნინი.
მწერალი ტრეისი რობერტსი, რომლის დამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თავის ესეიში, სუიციდის ეტიკეტი, გვიამბობს: "მას შემდეგ, რაც ემიმ თავი მოიკლა, ვიღაცამ სანუგეშებლად მითხრა, თვითმკვლელობა მშიშარა ადამიანების გამოსავალიაო. გარდა იმისა, რომ ეს ფართოდ გავრცელებული შეფასება სრული სისულელეა, მან, ამასთან, ჩემს გარდაცვლილ დას თითქოს სასჯელი წაუყენა. რა იყო ამ სიტყვებში მანუგეშებელი?!" მსგავს კომენტარებს უამრავი ადამიანისგან მეც ვისმენდი და, მართალია, ვაცნობიერებდი, რომ მათ მთქმელებს ჩემი დამშვიდება უნდოდათ და თან თავადაც განადგურებულები იყვნენ, მსგავსმა შეფასებებმა კიდევ მეტად დამძაბა და საკუთარ თავში გამომკეტა.
პოზნინი იმასაც გვირჩევს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ამხელა ტრაგედიის გადატანა უწევთ, გლოვის შეწყვეტის დრო არ უნდა დავუწესოთ. "ახლობლის სუიციდისგან გამოწვეული ტკივილის განკურნება დაუსრულებელ მოგზაურობას ჰგავს", - ამბობს ის, - "ისეთი ფრაზები, როგორიცაა ესეც გაივლის, და ცხოვრება უნდა განაგრძო, მგლოვიარეს უკეთ გახდომას ავალდებულებს და კიდევ მეტად სტრესავს".
ამერიკული ორგანიზაცია, სუიციდის პრევენციის ფონდიც მსგავს რჩევებს გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვესაუბროთ სუიციდით დაღუპულთა ახლობლებს და, ამასთან, ბრალეულობის საკითხსაც ეხება: "ადამიანები, რომელთა ახლობლებმაც თავი მოიკლეს, ხშირად მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებენ. ფრთხილად იყავით, რომ მათთან საუბრისას ისეთი რამ არ თქვათ და არ იკითხოთ, რაც მომხდარზე მათი პირდაპირი თუ ირიბი პასუხისმგებლობის მიმანიშნებელი შეიძლება იყოს".
სიტყვები, რომლებიც შეიძლება დაგვეხმაროს
დედაჩემის თვითმკვლელობის გამო თავს წლების განმავლობაში ვგრძნობდი დამნაშავედ. ვფიქრობდი, რომ შემეძლო გამეკეთებინა ან მეთქვა ისეთი რამ, რაც მომხდარს მთლიანად შეცვლიდა. ამ გრძნობისგან მხოლოდ მაშინ გავთავისუფლდი, როცა წერის კურსში მორიგი ლექციის წაკითხვის მერე ჩემმა ერთ-ერთმა ზრდასრულმა სტუდენტმა საწერ მაგიდაზე ფურცლის ნაგლეჯი დამიტოვა. ზედ მოკლედ და მარტივად ეწერა, "ეს თქვენი ბრალი არ ყოფილა".
იმის მიუხედავად, რომ სუიციდით გამოწვეულ გლოვაში მყოფ ადამიანთან სიტყვების შერჩევა ძალიან რთულია, სჯობს, რაიმე არასწორის თქმის შიში გადალახოთ და რაიმენაირად აგრძნობინოთ, რომ მის გვერდით ხართ. რამდენიმესიტყვიანი მინაწერით, ჟესტითა თუ მიმიკით თქვენ მათი მგდომარეობის შემსუბუქება შეგიძლიათ. შენ ამაში დამნაშავე არ ხარ და შენ მარტო არ ხარ ის სიტყვებია, რომლის ხშირად მოსმენაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ეს ადამიანები მარტონი მართლაც არ არიან - მაშინაც კი, როცა ჰგონიათ, რომ თავიანთ გლოვას ვერავინ გაიზიარებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში სუიციდი სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის მეათე ადგილზეა, ხოლო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევით, მსოფლიოში ყოველწლიურად ერთი მილიონი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
ნუ შეგეშინდებათ გარდაცვლილი ადამიანის სახელის ხსენების. იმ მოგონებების გაზიარებით, რომელიც მასთან გაკავშირებთ, თქვენ მგლოვიარე ადამიანსაც აძლევთ საშუალებას, საყვარელი ადამიანის ხსოვნას პატივი მიაგოს და თავისი მოგონებებიც გაიხსენოს. მიეცით მას ნება, თქვას ის, რისი თქმაც სურს და იგრძნოს ის, რისი გრძნობაც სჭირდება.
პოზნინი გვირჩევს: "მოუსმინეთ მათ მთელი გულით; ხელი მოჰკიდეთ, თვალებში ჩახედეთ და აგრძნობინეთ, რომ მათ ტკივილს გრძნობთ". იმის თქმა, რომ მის ტკივილს განიცდი, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს სიტყვებს, ვიცი, რასაც გრძნობ. მაგრამ ტკივილის თანაგანცდა მგლოვიარე ადამიანის მდგომარეობის მიმართ მეტ პატივისცემას გამოხატავს; ამ სიტყვების დახმარებით თქვენ მგლოვიარე ადამიანს იმასაც ეუბნებით, რომ ხვდებით, როგორ სჭირდება მას თანადგომა და ამ მტკივნეული გზის ერთად გავლას სთავაზობთ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები