ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლად დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე სერგეენკოს საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებდა. პროფესიით ექიმი დავით სერგეენკო მინისტრობამდე საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებაში გენერალურ დირექტორად მუშაობდა.

მისი მინისტრობის პერიოდს უკავშირდება C ჰეპატიტის ელიმინინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები. ამასთანავე მისი მინისტრობის დროს უკეთესი სამუშაოები პირობებისთვის სოციალური მუშაკები გაიფიცნენ.