ზოგიერთი სამშენებლო წესის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება — კალაძე
მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ უკანონო მშენებლობების აღსაკვეთად დედაქალაქის მერიამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი სამშენებლო წესის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.
"ჩვენ გავხდით იძულებულები, შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ წავსულიყავით რადიკალიზაციაზე და მიგვეღო რადიკალური ზომები. ეს ცვლილებები ითვალისწინებს ზოგიერთ სამშენებლო მიმართულებით დარღვევებზე სისხლის სამართლებრივ დანაშაულში გადაყვანას", — განაცხადა მან.
მერის განმარტებით სისხლის სამართლის დანაშაული იქნება:
- კ-1 და კ-2 პარამეტრების დარღვევა;
- სიმაღლის პარამეტრის დარღვევა;
- უნებართვო მშენებლობა;
- მუნიციპალური ინსპექციის გაცემული მშენებლობის შესახებ აქტის შეუსრულებლობა;
მერის განცხადებით, ქალაქში 600-ზე მეტი შენობაა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის შესული. მისი თქმით, ამ შენობებს, რომელთა გამოსწორება ფიზიკურად შეუძლებელია ამნისტია შეეხება და ექსპლუატაციაში მიიღებენ. საუბარია სამშენებლო დარღვევებზე 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით. კალაძემ განმარტა, რომ ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან.
მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად მსგავსი დარღვევები მომავალში სისხლის სამართლის დანაშაული გახდება და შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობაში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ იქნება მიღებული.
რას ნიშნავს კ-1 და კ-2 კოეფიციენტი
განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 განსაზღვრავს, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობა-ნაგებობების განთავსება. კ-1 კოეფიციენტი გამოითვლება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შეფარდებით მიწის ნაკვეთის ფართობთან, მეათედის სიზუსტით.
კ-2 კოეფიციენტი კი გვიჩვენებს თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები. იგი შენობის სიმაღლეს და სიგანეს განსაზღვრავს გარკვეულ ტერიტორიებზე — კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან (მეათედის სიზუსტით).
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები