ადეიშვილის თქმით, შს მინისტრი რომ ყოფილიყო, გირგვლიანის საქმის გამო, ალბათ, გადადგებოდა
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ყოფილიყო, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამო, ალბათ გადადგებოდა. ამის შესახებ ის ინტერვიუს ანონსში ამბობს, რომელიც რუსთავი 2-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ YouTube-ს თავის გვერდზე გამოაქვეყნა. ზურაბ ადეიშვილი ამჟამად ძებნაშია.
ანონსის აღწერაში წერია, რომ სრული ინტერვიუ "მალე" იქნება, თუმცა ზუსტაი თარიღი მითითებული არაა.
ზურაბ ადეიშვილს ე.წ. ცხრაწლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ პირად განიხილავენ. წინა ხელისუფლების დროს ის სხვადასხვა დროს იყო გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი. 2017 წელს ზურაბ ადეიშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე დამნაშავედ სცნეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
სანდრო გირგვლიანის საქმე
2006 წლის დეკემბერში ოქროყანაში 28 წლის სანდრო გირგვლიანი მოკლული იპოვნეს. მისი გარდაცვალების საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს, რომლებსაც, გამოძიების მიხედვით, გირგვლიანთან ანგარიშსწორება პირადი კონფლიქტის გამო ჰქონდათ.
საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ არა მკვლელობისთვის, არამედ გირგვლიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის სამ პირს 7-7, ხოლო მეოთხეს 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. უზენაეს სასამართლოს კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, შსს-ს ოთხივე თანამშრომელს სასჯელი 6 თვით შეუმცირა. მურუსიძემ თავი ბევრჯერ იმართლა. ის ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღებას კანონი უკრძალავდა.
გირგვლიანის საქმე საქართველომ წააგო და ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების პატივისცემის დარღვევა დაადგინა, სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
2018 წელს გირგვლიანის საქმეზე 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას. გამოძიების ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა, ბაჩო ახალაიამ და დათო ახალაიამ დაგეგმეს და დაქვემდებარებული პირების გამოყენებით დაფარეს გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული.
ამავე წელს, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს მიხეილ სააკაშვილის მიმართაც. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და გირგვლიანის საქმის ბრალდებულები შეიწყალა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები