გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა. მისი განცხადებით, დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მონაწილეს, რომ დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ.

საქართველოს პარლამენტთან მდგომარეობა უკონტროლოა. აქციის მონაწილეები სპეცრაზმს უსწორდებიან და პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ. აქტივისტები ნელ-ნელა მიიწევენ საქართველოს პარლამენტის შიდა სეზონზე. ისინი სპეცრაზმს ფარსა და ხელკეტს ართმევენ.

პარლამენტის შენობაში იმყოფება შს მინისტრი და პრემიერ-მინისტრი. ოპოზიცია შს მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს.