როგორ გააშუქეს დასავლურ მედიებში 20 ივნისის აქცია
20 ივნისს მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. პარლამენტის წინ აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცავია, 10-ზე მეტი კი ჟურნალისტი. ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ამ დრომდე კლინიკაში 102 პაციენტი რჩება. ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორს კი თვალი ამოაჭრეს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოში, სხვა ქვეყნების დელეგაციასთან ერთად, რუსეთის დუმის სამი დეპუტატი ჩამოვიდა.
ასამბლეის წაყვანის დროს, რუსი პოლიტიკოსი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს. საბოლოოდ ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს.
გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს, დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.
სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორს თვალი აქვს დაკარგული. დაკავებულია 305 ადამიანი. მოვლენების მეორე დღეს, პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის მანდატი დატოვა.
თბილისში მიმდინარე მოვლენები დასავლურ მედიებში შემდეგნაირად გაშუქდა:
BBC
პროტესტი საქართველოში: რუსი პარლამენტარის გამოსვლაზე პარლამენტის წინ ათასობით განრისხებული ადამიანის რეაქცია მოჰყვა — ამ სათაურით წერს ბრიტანული გამოცემა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
BBC სტატიის დასაწყისშივე უსვამს ხაზს, რომ 240 ადამიანი შეტაკებისას მას შემდეგ დაშავდა, რაც პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა, ხოლო სპეცრაზმმა ისინი ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით შეაჩერა.
გამოცემა წერს, რომ პროტესტი იმ ქვეყნის პოლიტიკოსის ქმედებებს მოჰყვა, რომელთანაც საქართველოს 11-წლიანი ომი აქვს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ბიბისიში ვკითხულობთ, რომ გავრილოვი საპროტესტო ტალღას "ყალბ ამბავს" უკავშირებს, რომლის მიხედვითაც ის 1990-იანებში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა.
CNN
რუსეთის პარლამენტარის ვიზიტის გამო, მომიტინგეებმა საქართველოს პარლამენტში შეჭრა სცადეს — ამ სათაურით წერს ამერიკული გამოცემა სტატიას 20 ივნისის აქციაზე.
CNN რუსულ TASS-ს, RIA Novosti-ს, ბრიტანულ Reuter-ს ეყრდნობა და წერს, რომ გავრილოვმა საქართველოს პარლამენტში სხდომა რუსულ ენაზე გახსნა, რასაც ქართველი ოპოზიციონერების პროტესტი მოჰყვა, ხოლო მოგვიანებით შენობის დატოვებისას მას წყალი შეასხეს.
"ისინი შემოვარდნენ დერეფანში, დაიკავეს ტრიბუნა და ჩემი სკამი. ჩვენ შევისვენეთ. შემდეგ, ჩემი ძებნა დაიწყეს, დახიეს დოკუმენტები და წყალი შემასხეს. პუტინის პორტრეტები ეჭირათ ხელში", — აციტატებს CNN გავრილოვის სიტყვებს რია ნოვოსტისთან.
CNN ადგილზე მყოფ მის ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ და დასძენს, რომ ზოგი აქტივისტი დაშავდა და სისხლი მოსდიოდა.
გამოცემა წერს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში დაიძაბა, როცა მოსკოვმა საქართველოს გამოყოფილ რეგიონებს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაუჭირა მხარი. გამოცემა 2008 წლის აგვისტოს ომსაც მოკლედ მიმოიხილავს და სტატიის ბოლოს გახარიას ციტატა მოჰყავს, რომელშიც ის გამპროტესტებლებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
Associated Press
"ქართველმა დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს", — ასე ჰქვია პირველ სტატიას, რომელსაც AP თბილისში განვითარებული 20 ივნისის მოვლენებზე აქვეყნებს.
აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ აქტივისტები კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ, მას შემდეგ, რაც გავრილოვი, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, პარლამენტის შენობაში გამოჩნდა. პოლიციამ კი ბრბოს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.
მოგვიანებით, AP-მა კიდევ ორი სტატია გამოაქვეყნა დაშავებულებისა და კობახიძის გადადგომის შესახებ.
Reuters
"რუსი პარლამენტარის ვიზიტით განრისხებულმა ქართველებმა პარლამენტზე იერიში მიიტანეს", — ასე ჰქვია ბრიტანული როიტერსის ქრონოლოგიურ სტატიას, 20 ივნისის მოვლენებზე.
გამოცემაში ვკითხულობთ, რომ თავდაპირველად დაპირისპირება მომიტინგეების მხრიდან დაიწყო, როცა ისინი სპეცრაზმის ხაზის გარღვევას ცდილობდნენ, ესროდდნენ მათ ბოთლებს, სტაცებდნენ ფარებს და ჩაფხუტებს ხდიდნენ.
სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. საათობრივი დაპირისპირების შემდეგ, უამრავი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. თავად საავადმყოფოში მოხვედრილი როიტერსის ჟურნალისტი 15-მდე დაშავებულ მომიტინგეს შეესწრო.
როიტერსმა ბახტაძის განცხადებაც მიმოიხილა იმაზე, რომ პოლიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ დაშლის ამ ფორმებს არ გამოიყენებდა.
Fox News
რუსი კანონმდებლის ვიზიტის შემდეგ, მომიტინგეებმა საქართველოს პარლამენტში შეჭრა სცადეს — ასე ჰქვია ამერიკული სატელევიზიო არხის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას 20 ივნისის აქციის შესახებ.
Fox სტატიაში რუსეთის დუმის წევრის, სერგეი გავრილოვის ვიზიტს მიმოიხილავს და წერს:
"მისმა საქართველოს პარლამენტში გამოჩენამ ქართველებში მასშტაბური პროტესტი გამოიწვია, რადგან ისინი რუსეთს ოკუპანტ ძალად მიიჩნევენ".
ფოქსის მიხედვით, პოლიცია იმ მომიტინგეებს სწევდა უკან, რომლებიც შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა ორი საათის შემდეგ ახალი ტალღის დაშლაც მოუწია.
"ქართველებს შორის რუსებს მიმართ სიძულვილი 2008 წლის ომის შემდეგ გავრცელდა. საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიები, რომლების დამოუკიდებლობასაც გავრილოვი აღიარებს. ის ასევე მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტს პუტინს, რომლებიც ქართველების უმრავლესობას არ უყვარს".
Time
სპეცრაზმმა საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა — წერს ამერიკული ჟურნალი Time ვებგვერდზე.
"პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი ათასობით მომიტინგის წინააღმდეგ გაუშვეს, რომ ისინი საქართველოს პარლამენტის შენობიდან და დედაქალაქის მთავარი მოედნიდან გაეძევებინათ. გარიჟრაჟზე აღმოჩნდა, რომ პოლიციას ქალაქის ცენტრზე კონტროლი დაბრუნებული ჰქონდა, თუმცა ღამის შეტაკებისას გარკვეული რაოდენობა დაშავდა", — ასე იწყებს გამოცემა სტატიას.
სტატიის მიხედვით, უკმაყოფილება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას ითხოვდა და პარლამენტში შეჭრას ცდილობდა.
Time, პრემიერმინისტრის მრჩეველ სერგეენკოზე დაყრდნობით, წერს, რომ საავადმყოფოში 69 ადამიანი მოხვდა, მათგან 39 პოლიციელი და 30 მოქალაქე იყო, თუმცა რუსთავი 2 იუწყებოდა, რომ 100 დაშავებული ადამიანი იყო საავადმყოფოში.
"დემონსტრანტების პარლამენტის შენობიდან ჩამოშორების შემდეგ, პოლიციამ მათი თბილისის მთავარი ქუჩიდან გაყვანა სცადა, თუმცა მომიტინგეები ადგილზე საათობით დარჩნენ და პოლიციამ მათი დაშლა ცრემლსადენი გაზით სცადა. დემონსტრანტების დიდი ნაწილი მისგან დაცვას საოპერაციო ნიღბებითა და ტანსაცმლის პირზე აფარებით ცდილობდა. ზოგი მათგანი პოლიციისგან წართმეულ ფარებს იქნევდა. დილის 5 საათისთვის გამპროტესტებლები გაიფანტნენ და შეიარაღებულმა პოლიციის ფალანგებმა გამზირზე ჩაიარეს".
Time ამის შემდეგ მიმოიხილავს გავრილოვის პარლამენტში ვიზიტს, მის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და საქართველო-რუსეთის ურთიერთობას.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები