როგორ შევხვდეთ მომზადებული საპროტესტო აქციას — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
აქციაზე ყოფნისას, შესაძლოა, მრავალ მოულოდნელ და საფრთხის შემცველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ამის რისკი კიდევ უფრო დიდია იმ შემთხვევაში, თუ აქციებში მონაწილეობის გამოცდილება არ გაქვთ.
ის, რაც აქციაზე წასვლამდე უნდა იცოდეთ
სასურველია, რომ ადგილზე მისვლამდე აქციის შესახებ ზოგადი წარმოდგენა გქონდეთ. წინასწარ გაარკვიეთ და დაგეგმეთ ის მარშრუტები, რომლითაც აქციაზე მისვლას, შემდეგ კი უკან წამოსვლას შეძლებთ. წინასწარ მოიფიქრეთ რომელი ტიპის ტრანსპორტის გამოყენება მოგიწევთ.
ზეპირად დაიმახსოვრეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ნომერი, რომელიც მაშინაც გიპასუხებთ, თუ თქვენ სხვა ნომრიდან დაურეკავთ. სასურველია, რომ აქციაზე მარტო არ წახვიდეთ. მარტო წასვლის შემთხვევაში წინასწარ გააფრთხილეთ ახლობელი ადამიანები თქვენი შესაძლო ადგილმდებარეობის შესახებ. ასევე წინასწარ დამუხტეთ ყველა ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც თან გექნებათ.
სამწუხაროდ, თბილისში მრავალი ადგილი შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის. თუ თქვენ შშმ პირი ხართ, წინასწარ გადაამოწმეთ, რამდენად ხელმისაწვდომია საპროტესტო სივრცე და შეძლებთ თუ არა აქციაში მონაწილეობის სრულფასოვნად მიღებას.
აქციისთვის შეგიძლიათ წინასწარ გაამზადოთ ტრანსპარანტები და მათი საშუალებით თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ პოსტერების დასამზადებლად თან ფურცლები და მარკერებიც წაიღოთ.
რა უნდა გვეცვას
სასურველია, რომ აქციაზე წასვლამდე ამინდის პროგნოზი გადაამოწმოთ. აუცილებელია, რომ აქციაზე თავს კომფორტულად გრძნობდეთ. დემონსტრაციაზე წასვლისას ჩაიცვით მაქსიმალურად კომფორტული, სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მზისგან დასაცავად წაიღეთ კეპი ან რაიმე სახის ქუდი. წვიმის შემთხვევაში კარგი იქნება, თუ თან გამჭვირვალე (მხედველობისთვის) ქოლგაც გექნებათ. ასევე სასურველია მსუბუქი საწვიმარი და, შესაძლებლობის შემთხვევაში, წყალგამძლე ფეხსაცმელი.
რა უნდა ვიქონიოთ თან
აქციაზე მხოლოდ აუცილებელი ნივთები უნდა წაიღოთ, ამისთვის შეგიძლიათ პატარა მსუბუქი ჩანთა გამოიყენოთ. გახსოვდეთ, ხელში რაც უფრო ნაკლები ნივთის დაჭერა მოგიწევთ, მით უკეთესი იქნება.
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
- პირბადე / რესპირატორი (ცრემლსადენი გაზის საწინააღმდეგოდ ყველაზე ეფექტური საშუალება რესპირატორია, რომლის შეძენაც სამშენებლო მაღაზიებშია შესაძლებელი)
- სასმელი წყალი
- მსუბუქი სასუსნავი
- ტელეფონი
- პორტატული დამტენი
- ანტიბაქტერიული სველი ხელსახოცები
- პირველადი დახმარების საშუალებები (სპირტი, ბინტი, ბამბა, ანტისეპტიკური საშუალებები)
რა გვეკრძალება საპოროტესტო აქციაზე
შეკრებისა და მანისფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:
- იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;
- იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
- იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება;
- იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;
- განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის;
- დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და სხვაგვარი ხელყოფა.
დემონსტრაციის მონაწილეებს უფლება აქვთ, შეუფერხებლად გადაიღონ ფოტო და ვიდეო მასალა.
გახსოვდეთ, საპროტესტო აქციაზე განვითარებული სერიოზული ექსცესების შემთხვევაში, ადამიანების იქ ყოფნა უსაფრთხო აღარ არის და უმჯობესია ტერიტორია მაქსიმალურად უსაფრთხო გზებით დატოვოთ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები