არ დაუშვათ სიტუაციის დამატებითი ესკალაცია — არასამთავრობო ორგანიზაციები
ოცდაერთი არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს, 21 ივნისს დაგეგმილი აქციის ფონზე მოუწოდებენ ხელსიუფლებასა და ოპოზიციას, არ დაუშვან სიტუაციის დამატებითი ესკალაცია და საფრთხე არ შეუქმნან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. არასამთავრობოები 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ სამართალდამცავების მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს.
"სამწუხაროდ, არც ერთ ეტაპზე ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა კეთილგონიერება და ვერ შეძლო წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ადეკვატური რეაგირება, რამაც უკიდურესად გაამძაფრა პარლამენტთან მიმდინარე პროტესტი... არსებითად პრობლემური იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებები ისევე, როგორც მათი ინტენსივობა, ფორმა და მიზანი. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რიგ შემთხვევაში რეზინის ტყვიები გამოიყენებოდა სახის და თავის არეში დამიზნებით, მცირე დისტანციიდან, რაც ტოვებდა განცდას, რომ მსგავსი ქმედების მიზანი დემონსტრანტების დასახიჩრება და არა აქციის დაშლა იყო", — წერია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე აღნიშნეს, რომ კანონის მიუხედავად, შესაბამისი ორგანოების მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის გასაგები ფორმით არ გაკეთებულა გაფრთხილება აქციის შეწყვეტის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალის გამოყენების შესახებ.
"20 ივნისს პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სახეზე იყოს აქციის მონაწილეთა თვითნებური და უსაფუძვლო დაკავება. საგანგაშოა, რომ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულთა ნაწილის მიმართ დაკავებამდე და დაკავების შემდგომ ფიზიკურ ძალადობაზე. როგორც ცნობილია, დაკავებულთა საქმეების განხილვა სასამართლოში უკვე დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულებს მიეცეთ დაცვის უფლების და ადვოკატებთან კომუნიკაციის საშუალება", — წერია განცხადებაში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
- პოლიტიკური კრიზისების გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა;
- სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების და საპოლიციო ოპერაციით გამოწვეული მძიმე შედეგების გათვალისწინებით, თანამდებობა ასევე დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა;
- უახლოეს საათებში ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიზნით და დაიწყოს რეალური დიალოგი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან. მათ შორის, ხელისუფლებამ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებად განიხილოს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა;
- მოვუწოდებთ პოლიციას დღეს დაანონსებულ აქციაზე უზრუნველყოს მანიფესტაციის უფლებით მშვიდობიან გარემოში სარგებლობის შესაძლებლობა და არ დაუშვას ძალის არაპროპორციული გამოყენება;
- მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, სავარაუდო თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- საერთაშორისო სამართლიანობა;
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი;
- საზოგადოება და ბანკები;
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
- მედიის განვითარების ფონდი;
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის;
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;
- მწვანე ალტერნატივა;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი;
- საქართველოს გაეროს ასოციაცია.
-
გადახედვაწამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე
-
-
-
გადახედვარა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით რა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით
-
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
კომენტარები