Пу́тін - хуйло́ — ანტისაოკუპაციო სიმღერა, რომელიც უკრაინელ ფეხბურთის ფანებში დაიბადა
პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე, გამოსვლების პარალელურად, მელოდიად ქცეული ფრაზა Пу́тін - хуйло́ გაისმა. მუსიკოსმა დათო გაბუნიამ დემონსტრანტებს სიტყვები რამდენჯერმე გაუმეორა, შემდგომ კი ტაშის საშუალებით რიტმიც განსაზღვრა. რამდენიმე წუთის განმავლობაში აქციის მონაწილეები ერთად მღეროდნენ Пу́тін - хуйло́-ს.
ფრაზები რომ, შესაძლოა, სიმღერად იქცეს, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერი უფრო საინტერესო მაშინ ხდება, როცა ამ სიმღერის ისტორიას უკრაინასთან, ოკუპაციასთან და ორი მეზობელი ქვეყნის საერთო სულისკვეთებასთან აქვს კავშირი.
Пу́тін - хуйло́-ს პირველი ვერსია Surkis Khuylo იყო და პირველად, როგორც საფეხბურთო მარში, ხარკოვის კლუბმა მეტალისტმა შეასრულა. ფრაზა ორ უკრაინელ ოლიგარქს შორის დაპირისპირებას უკავშირდებოდა. პირველი ალექსანდრ იაროსლავსკი იყო, ხარკოვის საფეხბურთო კლუბ მეტალისტის მფლობელი, მეორე — გრიგორი სურკისი, შემდგომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მას მჭიდრო ისტორიული და ოჯახური კონტაქტი ჰქონდა კიევის დინამოსთან. ხარკოვის ფანებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ თავიანთი კლუბის პრეზიდენტს ალექსანდრ იაროსლავსკის, საკუთარი პროტესტის გამოსახატად ფეხბურთის მატჩებზე სკანდირებდნენ ფრაზას Surkis Khuylo.
Пу́тін - хуйло́, როგორც სიმღერა, 2014 წელს ხარკოვში მიმდინარე მარშზე ადგილობრივმა ფეხბურთის ფანებმა შეასრულეს. ჩანაწერი YouTube-ზე აიტვირთა და მალევე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ ფორმით ფეხბურთის ფანებმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების ჩარევა გააპროტესტეს.
სიმღერამ ქუჩიდან ფეხბურთის მოედანზე გადაინაცვლა არა მხოლოდ ხარკოვის მეტალისტში, არამედ სხვა კლუბებშიც, მათ შორისაა დონეცკის შახტარი, კიევის დინამო და სხვა. უფრო მეტიც, მსოფლიო მედიამ სიმღერას უკრაინის კულტურული მემკვიდრეობა უწოდა.
რამდენიმე უკრაინულმა როკ-ბენდმა ჰიმნის ქავერები და ადაპტირებული ვერსიები შექმნა. მეტალის რემიქსი 2014 წლის 21 აპრილს ბენდმა AstrogentA ჩაწერა.
უკრაინულმა ბენდმა,Teler საერთაშორისო ყურადღება დაიმსახურა სიმღერითა და კლიპით "Putin Hello". სიმღერაში მუსიკოსმა "Khuylo" ინგლისური სიტყვა "Hello"-თი ჩაანაცვლა. ვიდეოში ბენდის წევრებს უკრაინული ფეხბურთის კლუბის ფერებში აცვიათ და სკანდირებენ "Putin Hello", -ს, როგორც სიმღერის რეფრენს.
ჰიმნმა როკ ბენდებში დიდი პოპულარობით ისარგებლა და ბევრი ვარიაცია შეიქმნა Druha Rika-ს, Lemonchiki Project-ისა და Mad Heads-ის მიერ.
გამოცემამ, კიევის პოსტი სიმღერის ცხრა ვერსია და ორი Пу́тін - хуйло́-სთან დაკავშირებული სიმღერა მიმოიხილა.
2014 წლის ოქტომბერში უკრაინაში ვიზიტით მყოფი ბელარუსიელი ფანები შეუერთდნენ უკრაინელ ფეხბურთის ფანებს ჰიმნის შესრულების დროს 2016 წლის ევროპის UEFA-ს საკვალიფიკაციო მატჩზე. შედეგად, 100 უკრაინელი და 30 ბელარუსიელი ფეხბურთის ფანი დააკავეს და დაკითხეს "შეურაცხმყოფელი ლექსიკის" გამოყენების მოტივით. დაკავებული უკრაინელებიდან 7 -მა 5 დღე საკანში გაატარა.
ჰიმნი მალევე გავრცელდა უკრაინის გარეთ და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგადად, ეწინააღმდეგებიან ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას მეზობელ სახელმწიფოებში. ამ სიას, რა თქმა უნდა, საქართველოც შეუერთდა.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები