უკვე გიამბეთ იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს "დასჯა" გადაწყვიტა და თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის გზები შეუზღუდა. ის იყო რუსმა პოლიტიკოსებმა ზეიმი დაიწყეს ოკუპირებული ქვეყნის ეკონომიკას ვაზარალებთო, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

მოქალაქეებმა ტურისტული ინდუსტრიისა და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე დაიწყეს ზრუნვა და სოციალურ ქსელში კამპანია #SpendYourSummerInGeorgia დაიწყეს. კამპანიის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ტურისტებს მიაწვდინონ ხმა რუსულ ემბარგოზე და ჩვენი ტურისტული პოტენციალი გააცნონ.

ჯგუფი, რომელიც 3 დღის წინ შეიქმნა უკვე 124 000 ადამიანს აერთიანებს, რომელიც მზად არიs გვერდში დაუდგესქართველ ხალხს და იმოგზაუროს საქართველოში.

"ოკუპანტთან მარტო არ ხართ"

ტურისტები, რომლებიც უკვე ნამყოფი არიან საქართველოში ხინკლის, ხაჭაპურის, ბუნებისა თუ ხალხის სიყვარულის გამო მარტივად თანხმდებიან ხელახალ ვიზიტს. თუმცა, ამ ჯგუფში არიან ისეთებიც, ვინც მზად არის ცხო ქვეყანა მარტო არ დატოვოს რუსეთის სანქციებთან.

"გამარჯობა. ახალდასრულებული მქონდა მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, როდესაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გავიგე... აუცილებლად ჩამოვალ, თუ ვიპოვი მსურველს, რომელიც შემომიერთდება, ან ისეთ ადგილობრივს, რომელიც ღირსშესანიშნაობებს დამათვალიერებინებს.

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

"ძვირფასო ქართველებო, მედგრად დაუდექით აგრესორს. თქვენი ქვეყნის ამდენ ლამაზ სულზე გავიგე, ამიტომ მალე ვეწვევი საქართველოს. მოკითხვა ავსტრიდან, კერძოდ ვენიდან. რადგან ფესვები ალბანეთიდან და კოსოვოდან მაქვს, ზუსტად ვიცი რაზეც ვლაპარაკობ. მაგრად დადექით".

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

"სიყვარულის ქვეყანაში დავბრუნდებით"

რა თქმა უნდა, ამ ჯგუფში ბევრი აღმოჩნდა ისეთიც, ვინც მოგზაურობის შემდეგ საქარველო შეიყვარა და მზად არის კიდევ ერთხელ ან არაერთხელ ეწვიოს მას და სხვასაც იმავეს ურჩევს.

"მე ვიმოგზაურე საქართველოში წინა ზაფხულს და შემიყვარდა ეს ქვეყანა. ვნახე თბილისი და ქობულეთი. ახლა ვგეგმავ საახალწლო მოგზაურობას, რომელსაც მოუთმენლად ველი.

ბუნება, ხალხი, სასმელი და საჭმელი: ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური — თქვენთ არ გეყოფათ ლამაზი საქართველო. გიგზავნით სიყვარულს ჩეხეთიდან. რუსეთი ოკუპანტია".

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

"გამარჯობა მე საფრანგეთიდან ვარ. უკვე ოთხჯერ ვიმოგზაურე საქართველოში. ულამაზესი ქვეყანაა. მთები, მდინარეები, ზღვა, ღვინო, საჭმელი, ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი ამ "პატარა" ტერიტორიისთვის. საოცარი სტუმართმოყვარეობაა. მე გირჩევთ აღმოაჩინოთ ეს კუთხე. დავბრუნდები ამ ზაფხულს. დიდი მადლობა".

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

"ამ ზამთარს მეშვიდედ ჩამოვალ საქართველოში. საოცრად ლამაზი ქვეყანაა, თბილი ხალხით და მშვენიერი კულტურით. დიდი სიყვარული და მხარდაჭერა ნიდერლანდებიდან".

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

"გამარჯობა, მე სერდრიკი ვარ ფილიპინებიდან. მაქვს კომპანია, რომელიც ფილიპინელებს მსოფლიოს გარშემო ამოგზაურებს. პირველად საქართველო ამ წლის 14 აპრილს ვნახე თანამემამულეებთან ერთად და მაშინვე შემიყვარდა ეს ქვეყანა, საოცარი პეიზაჟები, გემრიელი საჭმელი, შესანიშნავი ღვინო და გადასარევი ხალხი. დავბრუნდები ამ წლის შემოდგომაზე და უფრო მეტ ტურს დავგეგმავ მომავალში. დიდი სიყვარული ფილიპინებიდან".

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

"ჩვენ გვაქვს მეგობრობის უფლება"

ქართული ტურიზმის გადასარჩენად და მეგობრული ურთიერთობების შესანარჩუნებლად ბრძოლა დაიწყეს რუსეთის მოქალაქეებმაც, რომლებიც არ ეთანხმებიან პუტინის პოლიტიკას და არ აპირებენ უარი თქვან ხალხზე, რომელთანაც კარგად გრძნობენ თავს. მათი პოსტები სოციალურ ქსელში თანამემამულეთა ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მათ აზრებს იზიარებს.

"ახალი არაფერია, მეგობრებო! ერთს გეტყვით: არ შეგეშინდეთ საქართველოში ჩასვლა. ჩვენ იქ ვუყვარვართ და გველიან. სიტყვას გაძლევთ. წელიწადში 5-6-ჯერ ჩავდივარ. იბრძვიან პოლიტიკოსები და არა — ხალხი. გაფრინდით და არაფრის შეგეშინდეთ".

რუსეთის მოქალაქე სერგეი კი წერს, რომ პუტინის გადაწყვეტილება მორიგი ფურთხია საკუთარი ხალხისა და მოძმე ქართველების მიმართ. მისი თქმით, ძალიან უყვარს საქართველო, სადაც სიყვარული ყველაფერში ცოცხლობს. სერგეი წერს, რომ უაზრო ამბიციებისა და პროვოკაციების გამო 21-ე საუკუნეში ორი ერი ერთმანეთს მოწყვეტილი არ უნდა იყოს.

"კითხვაზე, რომელსაც მუდმივად მისვამენ — "შენ პატრიოტი ხარ?" — ვუპასუხებ ისე, როგორც ყოველთვის: "დიახ, მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ვერ ვიტან ხელისუფლებას, რომელიც მას ანადგურებს".

"მე მიყვარს საქართველო. არა, მე ძალიან მიყვარს საქართველო. მიყვარს მათი წარმოუდგენელი ბუნება, ღვინო, სტუმართმოყვარეობა და რა თქმა უნდა, ხალხი. საქართველოში 4-ჯერ ვიყავი ბოლო 2 წლის განმავლობაში და არც ერთხელ არ მიგრძვნია აგრესია ან შეურაცხყოფა. დარწმუნებული ვარ, რომ არც აწი ვიგრძნობ. ძალიან მტკივნეულია ის, რაც ხდება.
ძალიან მიყვარს საქართველო და შემოდგომაზე აუცილებლად წავალ საყვარელ თბილისში, თუნდაც 3-ჯერ დამჭირდეს გადაჯდომა".

"ეზიარეთ ჩვენს სტუმართმოყვარეობას"

როგორც ტურისტები ამბობენ, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა ხალხია. ამაში დასარწმუნებლად ქართველები მათ კიდევ ერთ მიზეზს აძლევენ. ჯგუფში გამოჩნდნენ მოხალისეები, რომლებიც მზად არიან ტურისტებს უფასოდ უმასპინძლონ საკუთარ სახლებში და საქართველოს გაცნობაში დაეხმარონ.

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

ჯგუფში აქტიურობენ გიდებიც, რომლებიც მზად არიან ტურისტებს უფასოდ მოემსახურონ.

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

და ბოლოს, ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებიც ვერც უცხოელ მეგობრებს იწვევენ და ვერც სახლს სთავაზობენ სხვებს, მაგრამ სხვა გზებით ცდილობენ ხელშეწყობას. ისინი მზად არიან ტუსიტებს აეროპორტში დახვდნენ, დაბეჭდონ სიმბოლური ფლაერები ან გაავრცელონ ინფორმაცია.

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

მათ ინიციატივას უერთდებიან ქართველი ემიგრანტებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ბუკლეტების გავრცელებას და ტურისტების მოზიდვას აპირებენ სამშობლოში ეკონომიკის გასაძლიერებლად.

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Spend Your Summer In Georgia / FB

გაიგეთ მეტი ტურისტულ ემბარგოსა და საზოგადოების მხარდაჭერაზე: